ქვევრებში დამარხვის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქვევრებში დამარხვა. აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმი

ქვევრებში დამარხვის კულტურა (აზერ. Küp qəbirləri mədəniyyəti) — არქეოლოგიური კულტურა, წარმოდგენილი ძვ. წ. IV – ახ. წ. VIII საუკუნეების პერიოდში ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კავკასიის ალბანეთის ტერიტორიაზე. გვერდზე გადაბრუნებულ ძლიერ მოკუნტულ მდგომარეობაში მყოფი მიცვალებულები დაკრძალულია თიხის დიდ ქვევრებში. სამარხის ატრიბუტები მოიცავს ლითონისგან (ბრინჯაოს და ძირითადად რკინის ხელსაწყოებსა და იარაღს, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს სამკაულებს), ხისგან, ქვისგან, თიხისგან, შუშისგან და პასტისგან დამზადებულ ნაკეთობებს. უფრო გვიან სამარხებში გვხვდება რომაული, არშაკიდური და სასანური მონეტები. ეს კულტურა ეკუთვნოდა ადგილობრივ მიწათმოქმედებით დაკავებულ მოსახლეობას, რომლებიც ასევე მისდევდნენ მეცხოველეობას, ნადირობას, თევზჭერასა და რეწვას.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы: [10 ҹилддə]. VI ҹилд: Куба – Мисир. Бакы: Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасынын Баш Редаксиjасы. Баш редактор: Ҹ. Б. Гулијев. 1982. сәһ. 42–43.
  2. Нонешвили А. И. Погребальные обряды народов Закавказья, Академия наук Грузии, «Мецниереба», Тбилиси, ст. 3, 1992, ISBN 5-520-01028-5