ქეშალოს ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქეშალოს ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში.

ნამოსახლარს დასავლეთიდან, ჩრდილო-დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან სამი სათავდაცვო თხრილის, მკვეთრად გამოხატული კვალი ეტყობა. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან როგორც ჩანს ეროზიის შედეგად 2 თხრილის კვალი გამქრალია და მხოლოდ ბორცვის წვერზე ერთ-ერთი, ყველაზე მეტად გამოხატული და შემორჩენილი თხრილის კონტურები იკითხება. ბორცვის უკიდურესი ზედა ნაწილი 97x26 მეტრია. მასზე კარგად ჩანს ნაგებობების ბუდობები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39261