ქერქქვეშასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქერქქვეშასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Aradidae

ქერქქვეშასებრნი (ლათ. Aradidae) — ნახევრადხეშეშფრთიანების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 4-10 მმ აღწევს, ბრტყელია. ფართოდ არიან გავრცელებული. ოჯახში 100-ზე მეტი გვარის 1000-მდე სახეობაა გაერთიანებული. ბინადრობენ ხეების ქერქქვეშ, ქერქის ნაბზარებში, აბედა სოკოების ნაყოფსხეულზე. იკვებებიან მცენარეთა წვენით, რაც იწვევს მცენარის ზრდის შეფერხებას, წვეროს გახმობას და მთელი ხის თანდათანობით კვდომას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]