ქერიმ ქერიმოვი (გენერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქერიმ ქერიმოვის გამოსახულება აზერბაიჯანულ მარკაზე

ქერიმ ალიევიჩ ქერიმოვი (აზერ. Kərim Abbasəli oğlu Kərimov; დ. 14 ნოემბერი, 191729 მარტი, 2003) — აზერბაიჯანული წარმოშობის საბჭოთა ინჟინერი, გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მრავალი წლის მანძილზე იყო საბჭოთა კავშირის კოსმოსური პროგრამის ცენტრალური ფიგურა. მიუხედავად მისი მოწინავე როლისა, ქერიმოვის ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო საზოგადოებისთვის. ქერიმოვი იყო 1950-იან წლებში საბჭოთა წარმატებების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი: 1957 წელს, პირველი სატელიტის, Sputnik 1-ის გაშვებისას, 1961 წელს Vostok 1-დან იური გაგარინის მიერ მსოფლიოს ირგვლივ შემოფრენისას, 1967 წელს პირველი სრული ავტომატიზირებული კოსმოსური დოკინგისა Cosmos 186-სა და Cosmos 188-ს შორის და ორბიტული სადგურების Salyut და Mir გაშვებისას (1971-1991 წლები).

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქერიმ ქერიმოვი დაიბადა 1017 წლის 14 ნოემბერს, აზერბაიჯანის (მაშინ რუსეთის იმპერიის ნაწილი) დედაქალაქ ბაქოში, ინჟინერ-ტექნოლოგის ოჯახში. 1942 წელს აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ქერიმოვმა სწავლა განაგრძო ძერჟინსკის საარტილერიო აკადემიაში, სადაც მან თავადვე შეისწავლა სარაკეტო სისტემების დიზაინი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამა „Apollo-Soyuz“, რომლის მომზადებაშიც ქერიმ ქერიმოვს დიდი წვლილი მიუძღვის

როგორც სარაკეტო ტექნოლოგიების სპეციალისტი, მეორე მსოფლიო ომის დროს იგი თავიდანვე კატიუშას სარაკეტო დანადგარების განვითარებაზე მუშაობდა. ამ დარგში გაღებული წვლილისთვის ქერიმოვი წითელი ვარსკვლავის ორდენით დაჯილდოვდა. ქერიმოვი თავიდანვე ჩაერთო საბჭოთა აერონავტიკაშიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქერიმოვი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების საბჭოთა პროგრამაზე მუშაობდა. რაკეტების სხვა ექსპერტებთან ერთად 1946 წელს ქერიმოვი გერმანიაში გაიმგზავრა, რათა გერმანული V-2 რაკეტის შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინა.

საბჭოთა საიდუმლოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა საბჭოთა კოსმოსური პიონერების მსგავსად, საბჭოთა ხელისუფლება მრავალი წლის მანძილზე ქერიმ ქერიმოვის ვინაობას საჯაროდ არ ამხელდა. სატელევიზიო გადაცემების დროს კამერები ყოველთვის ფოკუსირებული იყო კოსმონავტებზე და არა იმ პრიოვნებებზე, რომლებსაც ასტრონავტები მისიის განხორციელების შესახებ ინფრომაციას აწვდიდნენ. რადგანაც ქარიმოვი „საიდუმლო გენერალი“ იყო, კამერის თვალთახედვის არიდან ის ყოველთვის იმალებოდა, მხოლოდ მისი ხმა ისმოდა. მისი სახელი საიდუმლოდ რჩებოდა „გლასტნოსტამდე“, რის შემდეგაც მისი სახელი პირველად 1987 წელს, გაზეთში Pravda მოიხსენიეს.

გადადგომა და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს, გადადგომის შემდეგ ქერიმოვი რუუეთის ფედერაციის კოსმოსური სააგენტოს მთავარი კოსმოსური ფრენების კონტროლის კონსულტანტი იყო და დაწერა The Way to Space, საბჭოთა კოსმოსური პროგრამის ისტორია. ქერიმქეიმოვი იყო სოციალისტური შრომის გმირი, სტალინური და ლენინური პრემიების ლაურეატი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის მფლობელი, საბჭოთა არმიის გენერალ-ლეიტენანტი. ქერიმოვი 2003 წლის 29 მარტს, 85 წლის ასაკში, მოსკოვში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]