შინაარსზე გადასვლა

ქეთინო დადიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქეთევან (ქეთინო) დადიანი (დ. 22 აპრილი, 1958) — ქართველი ექიმი და მეცნიერი. დაიბადა ქალაქ ფოთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰიგიენური ფაკულტეტი. 1983 წლიდან არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მიკროტოქსინების პრობლემებს. მონაწილეობდა სოროსისა და მსოფლიო ბანკის მოპოვებულ გრანტებში. იგი მუშაობდა ჩიყვის პრევენციის პრობლემებზე. ასწავლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. ქეთევან დადიანი არის ექიმი–ჰიგიენისტი და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

  • თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 85


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქეთინო_დადიანი“-დან