ქეთევან ტოროტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქეთევან ტოროტაძე
დაბ. თარიღი 17 ივლისი, 1959 (1959-07-17) (60 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი,საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, პუბლიცისტი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო

ქეთევან ტოროტაძე (დ. 17 ივლისი, 1959) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, მწერალი და პუბლიცისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქეთევან ტოროტაძე დაიბადა 1959 წლის 17 ივლისს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1981 წელს. 1988 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. რედაქტორად მუშაობდა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში“, უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

1989-1991 წლებში აქვეყნებდა პუბლიკაციებს ქართულ პრესაში (გაზეთები „დედასამშობლო“, „თბილისი“, „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“). ნათარგმნი აქვს წიგნები რუსულიდან და ინგლისურიდან. 2011-2012 წლებში ჟურნალ „ისტორიანში“ აქვეყნებდა სტატიებს.

გამოცემული წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2013 — „იმპერატორი ნაპოლეონი“
  • 2013 — „პოლონური ქრონიკები“
  • 2013 — „ინგლისური ლიტერატურის ისტორია“
  • 2015 — „თქმა მართლისა“
  • 2016 — „სიმბოლოები და ალეგორიები“
  • 2018 — „არჩილი“
  • 2019 — „ელექტრონული პორტრეტები“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]