ქეთევან როსტიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქეთევან როსტიაშვილი (დ. 23 მარტი, 1959, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი 2000 წლიდან; ისტორიკოსი, ინგლისური ენის სწავლების კვალიფიკაციით. ათამდე სტატიის ავტორი.

1983 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1986–1999 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში ინფორმაციის ცენტრის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1999-2006 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი. წამყვანი მეცნიერი და თანამშრომელი. 2001-2002 წლებში ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევით ცენტრში მიწვეული პროფესორი. 2007 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი. მის მეცნიერულ ინტერესებს წარმოადგენს: აშშ-ს სახელმწიფო მართვის სისტემა, აშშ-ს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის საკითხები ახალი და უახლესი პერიოდი, სოციალურ ურთიერთობათა სახელმწიფო რეგულირების ლიბერალურ-დემოკრატიული ტრადიციები, პოლიტიკური კორუფციის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]