ქართული ბიბლიოთეკა (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული ბიბლიოთეკა — ქართული ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი. დაარსდა 1883 წელს ქუთაისში, გამოდიოდა 1884 წლის თებერვლამდე. რედაქტორ-გამომცემელი ე. ლორთქიფანიძე. ჟურნალი ბეჭდავდა ქართულ მხატვრულ ნაწარმოებებსა და უცხოური ლიტერატურის თარგმანებს. გამოქვეყნდა ბაქარ ქართლელის (დ. ყიფიანი), ე. გაბაშვილის და სხვათა ნაწარმოებები. ჰ. სენკევიჩის, ვ. ჰიუგოს, ე. ტურის, ჟ. ბ. მოლიერის და სხვა მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]