ქსანთიპოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქანთიპუსი)

ქანთიპუსი - ბერძენი, სავარაუდოდ სპარტანელი მხედართმთავარი, რომელიც კართაგენის მხარეს იბრძოდა პირველ პუნიკურ ომში. ძვ. წ. 255 წელს იგი სხვა მეომრებთან ერთად ჩავიდა კართაგენში. თავისი სტრატეგიული ნიჭით მიიპყრო კართაგენელთა ყურადღება და ტუნისის ბრძოლას ხელმძღვანელობდა პირველი პუნიკური ომისას. მისი მეთაურობით კართაგენელებმა სასტიკად დაამარცხეს რომაელები და განდევნეს აფრიკიდან. ამ ბრძოლის შემდეგ ზოგი ვერსიით ქსანტიპოსი დასაჩუქრებული გაუშვეს ლაკონიაში, ზოგი ცნობებით კი არ გადაუხადეს დაპირებული თანხა და ძველი გემით გაუშვეს. ცნობილი არაა ჩააღწია თუ არა მან საბერძნეთამდე.