ფსილოფიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფსილოფიტი

ფსილოფიტები(ლათ. Psilophyta), (ბერძნ. psilos — შიშველი და phyton — მცენარე) — ამომწყდარ უმაღლეს მცენარეთა განყოფილება. ეს პატარა უფესვო მცენარეები ჭურჭელბოჭკოვანთა ყველაზე პრიმიტიული წარმომადგენლები არიან. ჰქონდათ სადა, დოქოტომიურად დატოტვილი, უფოთლო ან პატარ-პატარა, ზოგჯერ ქაცვისებრი გამონაზარდებით დაფარული ღეროები, კენწრული სპორანგიუმები, ერთგვაროვანი სპორებით (ჰომოსპორია).

ფსილოფიტები ცნობილი არიან ზედა სილურული ეპოქიდან; დევონური ეპოქის ბოლოს თითქმის მთლიანად გადაშენდნენ. ზედა დევონური ეპოქიდან ნაპოვნია მხოლოდ ერთადერთი ტიპური ფორმა — Psilophyton princeps.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]