ფრიგიდუსის ბრძოლა — გენერალური ბრძოლა აღმოსავლეთ ალპებში. გაიმართა 394 წლის 6 სექტემბერს აღმოსავლეთ რომის იმპერატორ თეოდოსიუს I-სა და დასავლეთ რომის უზურპატორ მმართველ ევგენიუსს შორის, თანამედროვე სლოვენიის ტერიტორიაზე, მდინარე ფრიგიდუსის ახლოს (ამჟამად მდ. ვიპავა).
ბრძოლის შედეგად დასრულდა შიდა კონფლიქტი რომის იმპერიაში, რომელიც დაიწყო 392 წელს დასავლეთ რომში ევგენიუსის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებით. ბრძოლის დროს უზურპატორი ევგენიუსი ტყვედ ჩავარდა და იმპერატორ თეოდოსიუს I-ის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. თეოდოსიუს I გახდა რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი.
↑John Julius Norwich, Byzantium: The Early Centuries, 115
↑The Dynasty of Valentinian and Theodosius the Great, Norman H. Baynes, The Cambridge Medieval History, Vol.1, Ed. H.M.Gwatkin and J.P. Whitney, (Cambridge University Press, 1911), 247.