ფრთხილად, ბებია!

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ფრთხილად, ბებია!“
ჟანრი კომედიური
რეჟისორი ნადეჟდა კოშევეროვა
სცენარის ავტორი კონსტანტინე ისაევი
როლებში ფაინა რანევსკაია
არიადნა შენგელაია
კომპოზიტორი ვასილი სოლოვიოვ-სედოი
ოპერატორი სერგეი ივანოვი
სტუდია ლენფილმი
ხანგრძლივობა 80 წთ.
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ენა რუსული

ფრთხილად, ბებია! (რუს. Осторожно, бабушка!) — 1960 წლის საბჭოთა სრულმეტრაჟიანი ფერადი მხატვრული ფილმი. ჟანრი კომედიური. რეჟისორი ნადეჟდა კოშევეროვა. ფილმის პრემიერა გაიმართა 1961 წლის 7 მარტს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ახალგაზრდა დირექტორი ლენა არის ახალი კულტურის სახლის მშენებლობის პასუხისმგებელი პირი. გამოუცდელი ხელმძღვანელი მართვის სადავეებს ვერ უმკვლავდება. საბედნიეროდ, მას ჰყავს ბებია, რომელიც ენთუზიაზმით გამსჭვალული, აქტიური და მიზანმიმართულია. ბებია „ძველ გვარდიას“ შეკრიბავს და შვილიშვილს დაეხმარება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]