ფრაპე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრაპე

ყავა ფრაპე, ბერძნული ფრაპე, ნესკაფე ფრაპე, ან მხოლოდ ფრაპე (ბერძნულად: φραπές,) — ბერძნული ყინულიანი ყავა. სასმელი მზადდება ყავისგან (ზოგადად, მშრალი ნესკაფისგან), წყლის, შაქრისა და რძისგან. ფრაპე გამოიგონა ექსპერიმენტების შედეგად, დიმიტრის ვაკონდიოსმა, ნესკაფის წარმომადგენელმა, 1957 წელს თესალონიკში.[1] ფრაპე არის ყავის ყველაზე პოპულარული ფორმა საბერძნეთში და კვიპროსში, რომელიც ომის შემდეგ საბერძნეთის საზღვებს გარეთაც გავრცელდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ფრაპე მოდის ფრანგულიდან, საიდანაც იგი ითარგმნება როგორც, ყინულით გაგრილებული სასმელი. მე -19 საუკუნის დასაწყისში ცივი ყავის სახეობებს ფრაპეს ხშირად უწოდებდნენ, მაგრამ ისინი ცივ ყავას მეტად ჰგავნან, ვიდრე ტრადიციულ ფრაპეს.[2]

ყავა ფრაპეს ბერძნული ვერსია გამოიგონეს 1957 წელს სალონიკის საერთაშორისო გამოფენაზე. შექმნის დროს კომპანიის Nestlé- ს წარმომადგენელი, ჯანის დრიტასი, ბავშვებს აჩვენებდა რძისა და შოკოლადის შერევის პროცესს. დრიტასი ცდილობდა ცხელი წყალი ეპვა, რათა ნორმალური სტილის ყავა მიეღო, მაგრამ მან ცხელი წყალი ვერ იშოვა და მის სანაცვლოდ ყინულის კუბები და წყალი შეურია.[3]

ფრაპე რძესთან ერთად

ამ იმპროვიზირებული ექსპერიმენტის წყალობით ფრაპემ მთელს საბერძნეთში სახელი მალევე გაითქვა. ნესტლემ რეცეპტი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და გასული საუკუნის 80-იან წლებში, მისი წარმოება დაიწყო. რამაც გააფართოვა სასმელის პოპულარობა და ბრენდის სახელი Nescafé ფრაპესთან განუყოფელი გახადა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საბერძნეთში სასმელს ჩვეულებრივ უბრალოდ "ფრაპეს" უწოდებენ, წარსულში მას ხშირად უწოდებდნენ ,,ნესკაფე ფრაპეს".[4]

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრაპეს დამზადება შესაძლებელია კოქტეილის შემრევით ან დღესდღეობით მეტად გავრცელებული მილქშეიკის აპარატის გამოყენებით. პირველ რიგში,ხსნადი ყავა (ტრადიციულად ნესკაფე), შაქარი (სურვილისამებრ) და ცოტაოდენი წყალი ერთმანეთში ირევა მანამ, სანამ სქელი კონსისტენციის ქაფი არ მიიღება. ამას აყრიან რამდენიმე ჭიქა ყინულის კუბებს, ცივ წყალს და, სურვილისამებრ,უმატებენ რძესაც. სასმელს თითქმის ყოველთვის მიირთმევენ სასმელის საწრუპებთან ერთად, რადგან თავზე წარმოქმნილი სქელი ქაფი ბევრს უსიამოვნოდ მწარედ მიაჩნია.

ყავა ფრაპე

ქაფიანი ზედა ნაწილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრეპეს დასამზადებლად განკუთვნილი გამხმარი ხსნადი ყავა თითქმის არ შეიცავს ზეთს. ეს საშუალებას იძლება სასმელისთვის შეიქმნას სქელი კონსოსტენციის მქონე ქაფი. ფრაპეს ქაფი კრემის მსგავსია, ისეთი როგორიც ესპრესოს ქაფი, მაგრამ უცხიმოა და მეტად დიდხანს სძლებს, მისი უზეთო შემადგენლობის გამო. ეს არის ჰაერის ბუშტების, ყავის მყარი მასალებისა და წყლის სამფაზიანი კოლოიდი. ქაფის ბუშტების საწყისი ზომიდან და ფრაპეს შაქრის შემცველობიდან გამომდინარე, წყალი ქაფიდან 2-3 წუთის განმავლობაში გაედინება და სქელდება, სანამ თითქმის მყარ ქაფს წარმოქმნის, ამის შემდეგ კი თანდათან იშლება. ფრაპეები, რომლებიც მზადდება ახლად მოხარშული ყავით ან ყინვისგან გამხმარი ხსნადი ყავით, მხოლოდ ცოტა ხნით ინარჩუნებენ ქაფს, ზეთის შედარებით დიდი რაოდენობით შემადგენლობის გამო.[5]

ფრაპე საბერძნეთის გარეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ფრაპები ძირითადად საბერძნეთს უკავშირდება, ბოლო წლებში მათი პოპულარობა სხვა ერებში გაიზარდა. სასმელი საბერძნეთის საზღვრებს გარეთ პოპულარული პირველად 2004 წელს ათენში ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ გახდა. ამ პერიოდში ქვეყანაში ბევრი ტურისტი ჩავიდა და ბევრი მათგანი ფრაპეთი დაინტერესდა კიდეც. მოგვიანებით ამ სასმელის შესახებ სტატია გამოაქვეყნა Los Angeles Times-მაც. [6] ემიგრანტებმა და საბერძნეთში მყოფმა ტურისტებმა ასევე ხელი შეუწყვეს სასმელის სხვა ქვეყნებში გავრცელებას.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Souli, Sarah (13 August 2018). "This Freakishly Simple Coffee Drink Is Greece's Favorite Summer Beverage". Vice. Retrieved 24 May 2020.
  2. Illustrated London News, 17 July 1920, p. 117 (advertisement)
  3. Πώς ανακαλύφθηκε ο φραπές τυχαία, το 1957 στη Θεσσαλονίκη κατά τη διάρκεια της Διεθνούς Έκθεσης. [How the Frappe was discovered by accident, in 1957 in Thessaloniki during the International Fair.]. Μηχανή του Χρόνου (in Greek). Retrieved 24 August 2019. Δεν βρήκε όμως ζεστό νερό και έχοντας δει πολλές φορές το αφεντικό του να παρουσιάζει το σοκολατούχο ρόφημα με το σέικερ, αποφάσισε να κάνει το ίδιο χρησιμοποιώντας αντί για σοκολά
  4. Joanna Kakissis, "36 hours in Athens, Greece", New York Times, 2 May 2008
  5. Mabbett, Terry (1 October 2007). "Greece in an instant". Tea & Coffee Trade Journal. Retrieved 24 May 2020 – via The Free Library.
  6. "When the Greeks toss the demitasse". Los Angeles Times. 18 August 2004. Retrieved 8 April 2020.