ფრანით მორბენალი
| „ფრანით მორბენალი“ | |
|---|---|
| The Kite Runner | |
![]() წიგნის ყდა | |
| ავტორი | ხალედ ჰოსეინი |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური ენა |
| ჟანრი | ახალგაზრდული ლიტერატურა, რომანტიკული რომანი |
| გამოცემის თარიღი | 2003 |
| მთარგმნელი | ლალი ყუშიტაშვილი |
| ქართულად გამოიცა | 2014 („არტანუჯი“) |
| მედია | წიგნი ( რბილი ყდა) |
| გვერდი | 393 |
| მომდევნო | ათასი მოელვარე მზე |
| ISBN | ISBN 978-9941-463-88-4 |
„ფრანით მორბენალი “ (ინგლ. The Kite Runner) — ხალედ ჰოსეინის სადებიუტო რომანი, რომელმაც ავტორს წარმატება მოუტანა. გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობამ აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ 21 მილიონს მიაღწია. რომანზე უამრავი რეცენზია დაიწერა, გაიხსნა კლუბები, 2007 წელს გადაიღეს ფილმი. ნაწარმოები დამამთავრებელ კლასებში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად გამოცხადდა. ბევრისთვის რომანი სამაგიდო წიგნად იქცა.
ნაწარმოებში ავტორი ეხება რელიგიურ, ფილოსოფიურ, ლიტერატურულ საკითხებს. გვაცნობს ავღანელთა ცხოვრების წესს, ტრადიციებს, ჩვეულებებს. ამერიკელი კრიტიკოსების აზრით, რომანის თავბრუდამხვევი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 2003 წელს, როდესაც წიგნი გამოვიდა, ამერიკულ საზოგადოებაში ავღანეთის მიმართ უდიდესი ინტერესი არსებობდა.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წიგნში მოთხრობილი ამბავი 1970-იანი წლების ავღანეთში ვითარდება. 12 წლის ამირს ძალიან უნდა, რომ ფრანებით შეჯიბრებაში გაიმარჯვოს. ამაში მას ერთგული მეგობარი და ჰაზარი მსახური ჰასანი ეხმარება. ორივე ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ იცვლება იმავე საღამოს მომხდარი მოვლენის გამო. მოგვიანებით, ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრა მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულია. .
„1978 წლის დეკემბერს, იმ ქუჩებში, სადაც მე და ჰასანი ვთამაშობდით, რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ავღანეთის სიკვდილს მოიტანენ“ |
ოჯახი იძულებულია აშშ-ში გაიქცეს. ამირი ერთ დღეს გააცნობიერებს, რომ ის იძულებულია დაბრუნდეს ავღანეთში, სადაც ერთი უბედურება მეორეთი იცვლება. თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა. განუკითხაობა, სექსუალური ძალადობა, ობოლი ბავშვები, მათხოვრებით მოფენილი ქუჩები – ასეთია ავტორის მიერ დახატული ავღანეთი. აქ ის ეძებს იმას, რაც ახალმა სამყარომ ვერ მისცა ― ცოდვების გამოსყიდვას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანით მორბენალი საიტზე Goodreads
