ფორონიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფორონიდები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Phoronidea

ფორონიდები (ლათ. Phoronidea) — ზღვის ფსკერის უხერხემლო ცხოველების კლასი. მათი სხეულის სიგრძე 0,6—45 სმ აღწევს, მოთავსებულია ტყავისებრ ქიტოვან მილში. ფორონიდების ნალისმაგვარ ფუძეზე განლაგებულია მრავალი საცეცი, რომელთა შორისაც არის პირი. იკვებებიან წვრილ-წვრილი ორგანიზმებით. ფორონიდები ცალსქესიანი ცხოველები არიან. კვერცხიდან იჩეკება პლანქტონური ლარვა—აქტინოტროხა. კლასში 23 სახეობაა. ზოგი ფორონიდები ფსკერის თევზების საკვებიც იყოს. ზოგჯერ ფორონიდებს ცალკე ტიპად (Phoronidea) გამოყოფენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]