ფიჩხოვანის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფიჩხოვანის განძიახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩხოვანში 1960 წელს აღმოჩენილი განძი. შეიცავს სასანიანთა, ომაიანთა, აბასიანთა, იდრისიდებისა და ესპენელ ომაიანთა 118 მონეტას, ანუ ცენტრალური ჩრდილოაფრიკულ, შუააზიურ, ამიერკავკასიურ და სხვა ზარაფხანების პროდუქციას, მათ შორის დღემდე უცნობ რამდენიმე მონეტას, რომლებიც მოჭრილია არმენიასა და არანში (ამიერკავკასია). განძი ჩაუფლავთ X საუკუნის I მეოთხედში, დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯალაღანია ი., საქართველოს სამონეტო განძები, ტ. 1, თბ., 1976;
  • მისივე, ქუფური მონეტების ტოპოგრაფია საქართველოში, თბ., 1972
  • ჯალაღანია ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 338, თბ., 1986 წელი.