ფიტოპლანქტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფიტოპლანქტონი

ფიტოპლანქტონი (ბერძ. φυτóν — მცენარე და πλανκτον — მოხეტიალე) — მცენარეული პლანქტონი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ფოტოსინთეზის პროცესი. ფიტოპლანქტონური ორგანიზმები სახლდებიან ზედაპირულად, ძირითადად 50-100 მ-მდე. ისინი წყალსატევებში ორგანული ნივთიერებების ძირითადი პროდუცენტებია. ფიტოპლანქტონით იკვებებიან წვრილი პლანქტონური ცხოველები, ამდენად, იქ, სადაც ფიტოპლანქტონი მაღალ განვითარებას აღწევს, შესაბამისად იაზრდება ზოოლანქტონისა და ნექტონის რაოდენობაც. ფიტოპლანქტონის განვითარება დამოკიდებულია აგრეთვე განათების ინტენსივობაზე, რაც ცივ და ზომიერ წყლებში განაპირობებს პლანქტონის სეზონურ განვითარებას. ფიტოპლანქტონის ინტენსიური განავითარება იწვევს წყალსატევის ეგრეთ წოდებულ „აყვავებას“, რომლის დროსაც წყლის შეფერილობა იცვლება და გამჭვირვალობა მცირდება.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტატიიდან პლანქტონი; მაჭარაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 99, თბ., 1984 წელი.