ფიტინგოფის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფიტინგოფის სახლი
Дом Фитингофа
Санкт-Петербург. Особняк Фитингофа. .Адмиралтейский пр. 6..JPG
კოორდინატები 59°56′11″N 30°18′39″E / 59.936389° ჩ. გ. 30.310833° ა. გ. / 59.936389; 30.310833
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ჯაკომო კვარენგი
სტილი რუსული კლასიციზმი
თარიღდება 1788 - 1790 წლებით
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810501000

ფიტინგოფის სახლი (რუს. Дом Фитингофа) — სახლი, აშენებულია 1788-1790 წლებში, ჯაკომო კვარენგის პროექტით რუსული კლასიციზმის სტილში. შენობა მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ცენტრში საადმირალოს გამზირსა და გოროხოვაიას ქუჩის კუთხეში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1786 წელს მიწის ნაკვეთი, სადაც სახლი მდებარეობს, იყიდა გენერალ-მაიორმა ემოლოვმა. 1788 წელს კი იგი შეიძინა ფიტინგოფმა, სამედიცინო კოლეგიის პრეზიდენტმა. მისი ბრძანებით ჯაკომო კვარენგის პროექტით დაიწყო სახლის მშენებლობა, ბაღის გარეშე, თუმცა ეზოთი. 1792 წელს ფიტინგოფის გარდაცვალების შემდგომ სახლის მფლობელი გახდა მისი დისშვილი ნიკოლოზ სომოლიოვი. 1804-1805 წლებში სახლი ეკუთვნოდა პეტრბურგის ადმინისტრაციას. 1821 წლის იანვრიდან 1824 წლის მარტის ჩათვლით სახლში ფუნქციონირებდა პეტრებურგის სისხლის სამართლის სასამართლო პალატა. 1855-1856 წლებში კარლ ანდერსენმა სახლი იტალიურ რენესანსის სტილში გადააკეთა. ეს გამოხატულია პირველ რიგში ფანჯრის თაღოვანი ფორმით. პატარა მრგვალ ნიშაში დამონტაჟდა ცნობილი პეტერბურგელი მოქანდაკის დ. ი. იენსენის ნამუშევარი. 1994 წლიდან დღემდე შენობაში ფუნქციონირებს პოლიტიკური პოლიციის ისტორიული მუზეუმი, აქ დაცულია მემორიალური ექსპოზიცია.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხსართულიანი შენობის ფასადები კლასიკურ სტილშია დამზადებული. სახლის მთავარი ფასადის ცენტრალური ნაწილი აღინიშნება კორინთული ორდერის 10 სვეტისაგან, მესამე-მეოთხე სართულების დონეზე. შესასვლელთან, მესამე სართულზე არის აივანი. პირველი სართული მოპირკეთებულია პუტილოვის ფილებით.

თანამედროვე ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად აღნიშნულ შენობაში განთავსებულია ჩრდილოეთ-დასავლეთის ფედერალური ოლქის პენიტენციალური სისტემის აპარატი. გარდა ამისა, აქ ფუნქციონირებს უზენაესი სასამართლოს იუსტიციის დეპარტამენტი, ქონების ურთიერთობების სამინისტროს რეგიონული ტერიტორიული დეპარტამენტი. შენობაში დღეს განთავსებულია ასევე, პოლიტიკური პოლიციის ისტორიული მუზეუმი, თავისი არაერთი განსაკუთრებული დარბაზით, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს რუსეთის პოლიტიკური პოლიციის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Яковченко Р. Н. Улица Дзержинского. — Л., 1974.
  • Пилявский В. И. Джакомо Кваренги. — Л., 1981.
  • Фитингофа дом — статья из энциклопедии Санкт-Петербурга. А. Д. Марголис
  • Фитингофа дом // Санкт-Петербург. Петроград. Ленинград: Энциклопедический справочник / Ред. коллегия: Белова Л. Н., Булдаков Г. Н., Дегтярев А. Я. и др.. — М.: Большая Российская Энциклопедия, 1992.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]