ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნი
Reitter-1908 table74.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
ოჯახი: ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნი
ლათინური სახელი
Scarabaeidae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნი (ლათ. Scarabaeidae) — ხოჭოების მრავალრიცხოვანი ოჯახი, რომლებიც თავისი აგებულებისა და ცხოვრების ნირის მიხედვით გაერთიანებული არიან 2 დიდ ჯგუფში: ფუნდურები და ღრაჭები. მათი სხეულის სიგრძე 2—150 მმ აღწევს. მამლებს ხშირად თავსა და წინა ზურგზე რქები და კორძები აქვთ. ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნთა ოჯახში 15 ათასამდე სახეობაა. ხოჭო იკვებება (ზოგი არ იკვებება საერთოდ) მცენარეთა მიწისზედა ნაწილებითა და წვნით, ნაკელით, იშვიათად — ლეშით; მატლი — მცენარეთა ფესვებით, მცენარეული ნარჩენებით, ნაკელით და სხვა. ზოგ სახეობას (მაგ., ბაღის ღრაჭა, მაისის ღრაჭა) დიდი ზიანი მოაქვს სოფლის მეურნეობის და ტყისათვის. ამავე დროს დიდ როლს თამაშობენ ბუნებაში ნივთიერებათა წრებრუნვის პროცესში და წარმოადგენენ ბუნებრივ სანიტრებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: