ფირფიტლაყუჩიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფირფიტლაყუჩიანები
White shark.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: თევზები
ლათინური სახელი
Elasmobranchii

ფირფიტლაყუჩიანები (ლათ. Elasmobranchii) — ხრტილიანი თევზების ქვეკლასი. აქვთ ხრტილოვანი ჩონჩხი. სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით (კანის კბილებით), ზოგს შიშველი სხეული აქვს. ლაყუჩები ფირფიტოვანია, უსარქველო. ნაწლავებში სპირალური ნაოჭია, რომელიც კლოაკაში იხსნება. მამლების მუცლის ფარფლის განაპირა სხივი გარდაქმნილია შესაწყვილებელ ორგანოდ — პტერიგოპოდიუმებად. ქვეკლასში 2 ამომწყდარი და 1 თანამედროვე რიგიაზვიგენები. უმრავლესობა ბინადრობს ზღვებში, — ზოგი მტკნარ წყლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]