ფილიპე ყაითმაზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფილიპე ყაითმაზაშვილიXVIII საუკუნის მეორე ნახევრის სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, მთარგმნელი და განმანათლებელი.

დოსითეოზ ნეკრესელის ცნობით, იყო საქართველოში მცხოვრები „ჰარმანთა“ (სომეხი ეროვნების) მღდელი, „ძე აზნაურთა“. მას მდივანბეგი იოანე ორბელიანი „ჩუენთაგან აზნაურს“ (ე.ი. ორბელიანების აზნაურს) უწოდებს. იგი ფილიპეს „თანამესხოლედ“ (თანასკოლელად) მოიხსენიებს – ისინი ერთად სწვლობდნენ სომხეთიდან მოსულ ეპისკოპოს ავეტიკთან. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიღრმავა მან ცოდნა ფილოსოფიასა და თეოლოგიაში. იგი დიდად იყო დაფასებული სომხურ-ქართულ განათლებულ წრეებში, მას „ზედმიწევნილ“ ფილოსოფოსად მოიხსენიებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თ. ჟორდანია, ანტონ I, კათალიკოზი საქართველოისა, წიგნში: ანტონ პირველი ბაგრატიონი, საღვთისმეტყველო კრებული, 1, თბილისი, 1996, გვ. 30-100.
  • კ.კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I. თბილისი, 1980.
  • სწავლა-აღზრდის ისტორია საქართველოში, მასალების კრებული, I, ტფილისი, 1937

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]