შინაარსზე გადასვლა

ფილიგრანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფილიგრანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ეტრუსკული ფილიგრანული ოქროს კოლოსი, ძვ. წ. V საუკუნე.
პორტუგალიური ფილიგრანი

ფილიგრანი (იტალ. filigrana < ლათ. filum — „ძაფი“ და granum — „მარცვალი“) — საიუველირო ტექნიკის ერთ-ერთი სახეობა. ამზადებენ ოქროს, ვერცხლის ან სპილენძის მავთულისაგან აჟურულ (გამჯოლ) ან ლითონის ფონზე. ფილიგრანის ტექნიკით შესრულებულ ნაწარმს აქვს მსუბუქი და დახვეწილი დეკორატიული-ორნამენტული გამოსახულება. ფილიგრანი ცნობილი იყო ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში ძველ საბერძნეთსა და რომში, შუა აზიასა და კავკასიაში, დასავლეთ ევროპაში. რუსეთში გავრცელდა IX-X საუკუნეებში. განვითარების მაღალ დონეს მიაღწია XII-XIII საუკუნეებში. აყვავდა XV საუკუნეში. საბჭოთა პერიოდში ფილიგრანის ტექნიკას ფართოდ იყენებენ სამხატვრო წარმოებაში.

საქართველოში ფილიგრანი ცნობილი იყო ძვ. წ. I ათასწლეულიდან (თრიალეთის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ალმოჩენილი ნივთები). ძვ. წ. I ათასწლეულში ფილიგრანის ტექნიკამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია (ვანი, არმაზისხევი და სხვა). ფილიგრანის ტექნიკის ტრადიცია გაგრძელდა შუა საუკუნეებში (ანჩისხატის (X საუკუნე), ხახულის ხატის (XII საუკუნე) ფილიგრანული ნამუშევრები). საბჭოთა პერიოდში ფილიგრანის ტექნიკით მუშაობდნენ თბილისელი და ახალქალაქელი ოსტატები.