ფეშქაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ფეშქაში (< სპარს. ფიშქეშ) — ძღვენი, საჩუქარ-მისართმეველი. სპარსეთში ფეშქაში ფორმალურად ნებაყოფლობითი, ფაქტობრივად კი მოსახლეობის სავალდებულო ფეოდალური და სამოხელეო გამოსაღები იყო. შაჰს ფეშქაშს ამირები და დიდი მოხელეები გადასცემდნენ. ქართულ იურიდიულ აქტებში ტერმინი „ფეშქაში“ გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში მკვიდრდება. ფეშქაში („მართებული ფეშქაში“) რისამე ბოძების წინაპრობას შეადგენდა. ბოძების მოშლა ფეშქაშის ანაზღაურებას იწვევდა. ფეშქაში „სათათრო“ გამოსაღებსაც აღნიშნავდა. „ყეენის ფეშქაში“ საურის საფუძველზე მზადდებოდა. იგი ქალ-ვაჟებისა და სხვა მისართმევლებისაგან შედგებოდა. ქარავანს, რომელსაც ასეთი ფეშქაში მიჰქონდა, „ბარხანა“ ეწოდებოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]