ფეტუჩინი ალფრედო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფეტუჩინი ალფრედო იტალიური კერძია. ეს კერძი მზადდება იტალიური პასტას ერთ-ერთი სახეობისგან ფეტუჩინისგან. ფეტუჩინი ბრტყელი და სქელი პასტაა, რომელიც კვერცხისგან და ფქვილისგან მზადდება. ფეტუჩინი ალფრედოს მომზადებისას, მოხარშულ ფეტუჩინის ემატება კარაქი და პარმეზანის ყველი. [1] [2]ყველი დნება და მისი და კარაქის შერევით წარმოიქმნება დახვეწილი სოუსი.[3] კერძს სახელი დაერქვა, ალფრედო დი ლელიოს პატივსაცემად. სწორედ მან შექმნა ეს კერძი საკუთარ რესტორანში, მე-20 საუკუნის რომში.

ფეტუჩინი ალფრედომ მალევე მოიპოვა პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის აშშ-შიც. მისი რეცეპტი სხვადასხვანაირად განვითარდა კიდეც. მაგალითად, კერძის სოუსის დასამზადებლად ნაღების გამოყენება მეტად გავრცელებული ხერხია დღესდღეობით. იგი სუფრაზე მირთმეულია როგორც მთავარი კერძი. ზოგჯერ ფეტუჩინი ალფრედოს ქათმის ხორცსაც უმატებენ. იტალიაში "fettuccine al burro" (ფეტუჩინი კარაქთან ერთად) ითვლება კერძად, რომელიც ძირითადად სახლის პირობებში მზადდება. თუმცა კონტრასტულია მოსაზრება ფეტუჩინი ალფრედოზე, რომელიც მდიდრულ კერძად ითვლება.[4]

კლასიკური ფეტუჩინი ალფრედო

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეტუჩინისთვის კარაქისა და ყველის დამატების რეცეპტი პირველად მე-15 საუკუნეში გამოჩნდა. იგი მარტინო და კომოს ეკუთვნოდა. მარტინო და კომო ჩრდილო ოტალიელი მზარეული გახლავთ, რომელიც აქტიურად მოღვაწეობდა რომში. მისი რეცეპტის მიხედვით პასტას უნდა დამატებოდა კარაქი, კარგი ყველი (ყველის სახეობა არ არის დაკონკრეტებული) და ტკბილი სანელებლები. [5]

თანამედროვე ფეტუჩინი ალფრედოს რეცეპტი კი ალფრედო დი ლელიოს ეკუთვნის. 1892 წელს, ალფრედომ დაიწყო მუშაობა რომში, პიაცა (მოედანი) როზაზე არსებულ რესტორანში. მან შექმნა "fettuccine al triplo burro", რაც იტალიურად ნიშნავს ფეტუჩინის სამმაგი კარაქით. მას მოგვიანებით დაერქვა ფეტუჩინი ალფრედო. მზარეულმა ეს კერძი ცოლისთვის მოამზადა. [6] დი ლელიომ მოგვიანებით, 1914 წელს, საკუთარი რესტორანი შექმნა რომის ცენტრში.

ფეტუჩინი ალფრედოს შესახებ ჯერ იტალიის მასშტაბით, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გაიგეს. ალფრედო დი ლელიომ როიალური სახელმწიფო ორდენი მიიღო (Cavaliere dell'Ordine della Corona d'Italia).

1943 წელს, ომის დროს, დი ლელიოომ რესტორანი საკუთარ მიმტანს მიჰყიდა. თვითონ კი 1950 წელს კვლავ გახსნა ახალი რესტორანი. მომხმარებლებში განსახილველ თემად მუდამ რჩებოდა, ალფრედოს რომელ რესტორანში ამზადებდნენ უკეთეს ფეტუჩინი ალფრედოს.

ამერიკული ვარიაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეტუჩინი ალფრედო მოლუსკებით

1922 წლიდან, ამერიკელი მოგზაურები, რომლებიც იტალიას სტუმრობდნენ, უკვე იცნობდნენ ფეტუჩინი ალფრედოს.

დღესდღეობით, ამერიკაში პოპულარულია რესტორნების ქსელი "ოლივ გარდენი" (Olive Garden). რესტორანში იტალიური კერძები მზადდება. მათ შექმნეს ფეტუჩინი ალფრედოს თანამედროვე ვარიაცია, რომელსაც ემატება ქათმის ხორცი, მოლუსკები ან სხვა ინგრედიენტები. ინგრედიენტების მიხედვით იცვლება კერძის სახელიც. მაგალითად, ფეტუჩინი ალფრედოს, რომელსაც ქათმის ხორცსაც უმატებენ, ქათმის ალფრედო ჰქვია (Chicken Alfredo). იტალიურ სამზარეულოში არასდროს ხდება პასტას ხორციან კერძთან შერევა, ამიტომაც ასეთი ფეტუჩინი ალფრედო დე ლელიოს რეცეპტისგან ბევრად განსხვავდება. მას არასდროს მოუმზადებია კერძის ასეთი ვარიაცია. "ოლივ გარდენში" კერძს ასევე უმატებენ ნიორს და ნაღებს.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Waverly Root, The Food of Italy, 1971, p. 86
  2. https://ricette.giallozafferano.it/Fettuccine-Alfredo.html
  3. Carnacina (1975), p. 72–73
  4. https://books.google.ge/books?id=yvMf8Y4TWSoC&pg=PA106&redir_esc=y
  5. https://www.uni-giessen.de/fbz/fb05/germanistik/absprache/sprachverwendung/gloning/tx/martino2.htm
  6. https://www.ilveroalfredo.it/storia/
  7. https://www.olivegarden.com/locations/location-search?redirectToMenu=true&redirectToTarget=true