ფერგი (მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერგი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტეისი ენ ფერგი ფერგიუსონი
დაბ. თარიღი 27 მარტი, 1975 (1975-03-27) (49 წლის)
დაბ. ადგილი Whittier
წარმოშობა ჰასინდა ჰეითსი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი, მსახიობი
აქტიური 1984 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი fergie.com
ფერგი ვიკისაწყობში

სტეისი ენ ფერგი ფერგიუსონი (ინგლ. Stacy Ann Fergie Ferguson; დ. 27 მარტი, 1975, ჰასინდა ჰეითსი, კალიფორნია, აშშ), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით ფერგი — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი და მსახიობი. ის იყო ჯგუფ The Black Eyed Peas-ის წევრი. სადებიუტო სოლო ალბომი, The Dutchess, გამოუშვა 2006 წელს. ნამუშევარს კომერციული წარმატება ხვდა წილად და სამი სინგლი ცხელ ასეულში პირველ ადგილზე გავიდა: „London Bridge", „Glamorous" და „Big Girls Don't Cry".[1]

კარიერის დასაწყისში იყო გოგონების ჯგუფის, Wild Orchid-ის წევრი. 2001 წელს დატოვა ჯგუფი და გახდა The Black Eyed Peas-ის წევრი. მან ბენდთან ერთად გამოუშვა ორი ალბომი, 2006 წელს კი გამოაქვეყნა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი The Dutchess. ამის შემდეგ განაგრძო თანამშრომლობა The Black Eyed Peas-თან და გამოუშვა კიდევ ორი ალბომი, The E.N.D. (2009) და The Beginning (2010). მუსიკოსის მეორე სოლო ალბომი Double Dutchess 2017 წელს გამოვიდა.

ფერგიმ ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა Poseidon (2006), Grindhouse (2007) და Nine (2009). მან თავისი პირველი სუნამო Outspoken გამოუშვა Avon-თან თანამშრომლობით 2010 წლის მაისში. მუსიკოსის ფეხსაცმლის ხაზი, Fergie Footwear, გამოვიდა 2009 წელს.[2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერგი დაიბადა ჰასინდა ჰეითსში, კალიფორნია. მისი მამა გარდაიცვალა 2021 წლის სექტემბერში 74 წლის ასაკში. მუსიკოსს ჰყავს უმცროსი და. ფერგი სწავლობდა მესა რობლის საშუალო სკოლასა და გლენ აუილსონის საშუალო სკოლაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანი წლების დასაწყისში ფერგი გახდა ჯგუფ Wild Orchid-ის წევრი. ტრიომ კონტრაქტი გააფორმა RCA Records-თან 1994 წელს. ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი 1997 წელს, რასაც მოჰყვა მეორე ალბომი „Oxygen" 1998 წელს. ფერგიმ ჯგუფი დატოვა 2001 წელს.[3] 2003 წელს გახდა The Black Eyed Peas-ის წევრი. ამ დროს ჯგუფი მესამე ალბომს წერდა, სახელწოდებით „Elephunk". The Black Eyed Peas-მა გამოუშვა ორი სინგლი „Where Is the Love?" და "Shut Up" ალბომიდან. ორივე კომპოზიცია ჰიტი გახდა და მოხვდა ჩარტების სათავეში. ჯგუფის შემდეგი ალბომი, „Monkey Business" გამოვიდა 2005 წელს. ალბომიდან გამოვიდა ორი სინგლი „Don't Phunk with My Heart" და „My Humps". 2000-იანი წლების შუა პერიოდში ჯგუფმა გამართა ტურნე. მათ ითანამშრომლეს ისეთ შემსრულებლებთან, როგორიცაა გვენ სტეფანი.

Fergie performing using a mouthpiece, and wearing a gray and silver full-bodied outfit
ფერგი 2010 წელს

ფერგის სადებიუტო სოლო ალბომი, The Dutchess, გამოვიდა 2006 წლის სექტემბერში.[4] ალბომის მთავარი სინგლი „London Bridge" ბილბორდის ცხელი ასულისა და სხვა ჩარტების სათავეში მოხვდა რამდენიმე ქვეყანაში.[5] მუსიკოსმა გამოუშვა შემდეგი სინგლი „Fergalicious" 2006 წლის ოქტომბერში. კომპოზიცია მეორე ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელი ასულში. „Glamorous" და „Big Girls Don't Cry" ცხელი ასულის სათავეში მოხვდნენ.[6] „Big Girls Don't Cry" გახდა ალბომის ყველაზე წარმატებული სინგლი ევროპაში.[7] ალბომის ბოლო, მეხუთე სინგლი „Clumsy" ჩარტების ტოპ 10-ში მოხვდა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში.

2007 წელს ტაბლოიდმა Blender ფერგი დაასახელა წლის ქალ მუსიკოსად. იმავე წელს The Black Eyed Peas-მა დაიწყო „Black Blue & You“ მსოფლიო ტურნე. ამავე დროს ფერგიმ ითამაშა ფილმებში Poseidon (2006), Grindhouse (2007) და მუსიკალურ ფილმში Nine (2009), რისთვისაც მან მიიღო კინომსახიობთა გილდიის ნომინაცია. მალევე ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Brown Shoe-თან და 2008 წელს გამოუშვა ფეხსაცმლის ხაზი, Fergie Footwear.[2]

ფერგი 2013 წელს

2009 წლის დასაწყისში ფერგიმ და The Black Eyed Peas-მა დატოვეს A&M Records და კონტრაქტი გააფორმეს ლეიბლთან Interscope Records.[8] ჯგუფის მეხუთე სტუდიური ალბომი, „The E.N.D (Energy Never Dies)" გამოვიდა 2009 წლის 9 ივნისს. ალბომი ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე გავიდა და პირველივე კვირაში გაიყიდა 304000 ასლი. სინგლი „Boom Boom Pow" პირველ ადგილზე გავიდა ცხელ ასულში.[9] ამას მოჰყვა კიდევ ერთი სინგლი „I Gotta Feeling", რომელმაც 14 კვირა გაატარა ჩარტის სათავეში. 2010 წლის იანვარში ჯგუფმა სამი გრემის ჯილდო მოიგო.

2010 წლის მაისში ფერგიმ გამოუშვა თავისი პირველი სუნამო, Outspoken by Fergie.[10] The Black Eyed Peas-მა გამოაქვეყნა რემიქს-ალბომი 2010 წლის ივლისში, სახელწოდებით The E.N.D. Summer 2010 Canadian Invasion Tour: Remix Collection. ჯგუფის მეექვსე სტუდიური ალბომი, „The Beginning", გამოვიდა 2010 წლის 30 ნოემბერს. ალბომიდან გამოვიდა სინგლები „The Time (Dirty Bit), „Just Can't Get Enough" და „Don't Stop the Party".

2014 წლის სექტემბერში ფერგიმ გამოუშვა სინგლი „L.A. Love (La La)".[11] 2017 წლის მაისში ფერგი წამოვიდა Interscope-დან და BMG Rights Management-ის ეგიდით დააარსა თავისი ლეიბლი Dutchess Music. მუსიკოსის მეორე სოლო ალბომი, Double Dutchess გამოვიდა 2017 წლის სექტემბერში. მომავალ წელს ფერგიმ დატოვა ჯგუფი The Black Eyed Peas.

2020 წელს ფერგიმ გახსნა ღვინის ქარხანა Ferguson Crest. მან გამოუშვა სამი ახალი ღვინო სახელწოდებით 2012 Syrah, 2012 Fergalicious და 2013 Viognier.[12]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Music News, Reviews, Articles, Information, News Online & Free Music | Billboard.com (2009-10-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-06. ციტირების თარიღი: 2024-03-01
  2. 2.0 2.1 Nast, Condé. (2012-06-06) Our July Cover Star Fergie Knows Shoes That Pop! en-US. ციტირების თარიღი: 2024-03-01
  3. The Dutchess could launch Fergie into super-celebrity en. ციტირების თარიღი: 2024-03-01
  4. Fergie - Discography / Albums - Stacy Ann Ferguson, Fergi, Fergy (2008-10-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-12. ციტირების თარიღი: 2024-03-01
  5. London Bridge by Fergie - Music Charts. ციტირების თარიღი: 2024-03-01
  6. ®R&R :: Going For Adds™ :: CHR/Top 40 (2014-11-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-09. ციტირების თარიღი: 2024-03-01
  7. Big Girls Don't Cry by Fergie - Music Charts. ციტირების თარიღი: 2024-03-01
  8. Fergie (2016-01-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-12. ციტირების თარიღი: 2024-03-01
  9. Pietroluongo, Silvio. (2009-04-08) Black Eyed Peas Score First No. 1 On Hot 100 en-US. ციტირების თარიღი: 2024-03-01
  10. Avon + Fergie Outspoken ~ new perfume :: Now Smell This. ციტირების თარიღი: 2024-03-01
  11. FMQB: Radio Industry News, Music Industry Updates, Arbitron Ratings, Music News and more! (2010-10-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-30. ციტირების თარიღი: 2024-03-01
  12. Fergie New Wines Paired With Her Song Lyrics; Ferguson Crest en. ციტირების თარიღი: 2024-03-01