ფაუსტო პაპეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაუსტო პაპეტი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 იანვარი, 1923(1923-01-28)[1]
დაბ. ადგილი ვიჯუ
გარდ. თარიღი 15 ივნისი, 1999(1999-06-15)[1] (76 წლის)
გარდ. ადგილი სან-რემო

ფაუსტო პაპეტი (იტალ. Fausto Papetti დ. 28 იანვარი, 1923, ლომბარდია — გ. 15 ივნისი, 1999, სან-რემო) — იტალიელი ალტ-საქსოფონისტი.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაუსტო პაპეტიმ კარიერა 1955 წლიდან დაიწყო. თითქმის ყველა მისი ალბომი ჰიტ-აღლუმებში პირველ ადგილებს იკავებდა. მისი კრებულები გამოდიოდა ლათინოამერიკულ ბაზარზეც. 1970 წელს, თავისი პოპულარობის პიკზე, ის წელიწადში ორ ალბომს უშვებდა. 1970-იან წლებში მას ბევრი მიმდევარი და მიმბაძველიც გამოუჩნდა (ჯონი საქსი და პიერჯიორჯიო ფარინა). 1999 წელს პაპეტი გულის შეტევით გარდაიცვალა სან-რემოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. https://www.blobnews.it/fausto-papetti-biografia-del-sassofonista/