ფატმა კობალაძე
იერსახე
ფატმა კობალაძე (დ. 2 ნოემბერი, 1927, ბათუმი – გ. 2014) — ქართველი მოცეკვავე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ბათუმის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1944 წელს. 1944-1979 წლებში იყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე. 2011 წელს გაიხსნა ფატმა კობალაძის სახელობის ვარსკვლავი ბათუმის ი. ჭაჭავაძის სახელობის თეატრთან.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1948 : აჭარის დამსახურებული არტისტი
- 1956 : საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[1]
- 1976 : საქართველოს სახალხო არტისტი[2]
- 1976 : ღირსების ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 262
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 565.