ფალსტერი
იერსახე
| მშობ. სახელი: Falster | |
|---|---|
|
მდებარეობა | |
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
| კოორდინატები | 54°48′ ჩ. გ. 11°58′ ა. გ. / 54.800° ჩ. გ. 11.967° ა. გ. |
| ფართობი | 514 კმ² |
| უდიდესი ქალაქი | ნიკებინგ-ფალსტერი |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 43 398 (2010) |
| სიმჭიდროვე | 84,4 /კმ² |
ფალსტერი (დან. Falster) — დანიის კუნძული ბალტიის ზღვაში, ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით. ფართობი 514 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 43 398 ადამიანს შეადგენს. ფალსტერი მოიცავს დანიის უკიდურეს სამხრეთ წერტილებს.
უდიდესი ქალაქია ნიკებინგ-ფალსტერი, რომელშიც თავს იყრის კუნძულის მოსახლეობის 40%. სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორისაა სტუბეკებინგი, ნერე-ალსლევი და გესერი.
ფალსტერი კუნძულ ზელანდიასთან დაკავშირებულია ფარეს ხიდებით, რომელზეც გაივლის კოპენჰაგენისა და ჰამბურგის დამაკავშირებელი ევროპის მაგისტრალი E47. ორი სხვა ხიდი ასევე აკავშირებს კუნძულ ლოლანთან.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
შუა საუკუნეების ნაგებობა
-
ნიკებინგის ეკლესიის სააბატო
-
მარიელისტის პლაჟი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Map of Lolland and Falster დაარქივებული 2006-08-22 საიტზე Wayback Machine.