უძრავი ნივთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უძრავი ნივთი — მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე[1]. უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში[2]. უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განცხადება უნდა ჩაბარდეს რეესტრის სამსახურს. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვების განცხადება სავალდებულო ძალას[3]. გათვალიწინებულია უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობითაც — თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს[4].

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 149-ე მუხლი
  2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 183-ე მუხლი
  3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 184-ე მუხლი
  4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, 167-ე მუხლი