უცხო (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„უცხო
ფრანგ. L'Étranger

წიგნის პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი ალბერ კამიუ
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
გამომცემელი გალიმარი
გამოცემის თარიღი 1942
მთარგმნელი გურანდა დათაშვილი
ქართულად გამოიცა 2012
წინამორბედი სიზიფეს მითი
მომდევნო The Misunderstanding

უცხო (ფრანგ. L'Étranger) — ალბერ კამიუს სადებიუტო რომანი, ეგზისტენციალისტური იდეების კლასიკური ილუსტრაცია, გამოიცა 1942 წელს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს, მთხრობელი კოლონიალურ ალჟირში მცხოვრები 30 წლის ფრანგია. მისი სახელი უცნობია, თუმცა ნახსენებია გვარი — მერსო. აღწერილია მისი ცხოვრების სამი საკვანძო ეტაპი — დედის სიკვდილი, ადგილობრივი არაბის მკვლელობა და სასამართლო, ასევე მცირეხნიანი ურთიერთობა გოგოსთან, სახელად მარი.

მერსომ სასამართლოზე თქვა, რომ იარაღიდან გასროლა „მზის გამო“ განახორციელა, რამაც დარბაზში სიცილი გამოიწვია. გამამტყუნებელ განაჩენად ნაფიცმსაჯულები უფრო „დამაჯერებელ“ არგუმენტს ასახელებენ — მერსო არ ტიროდა დედის დაკრძალვაზე, მაშასადამე, იგი გულქვაა და არ იმსახურებს სიცოცხლეს.

სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ, ციხეში ყოფნისას, მასთან მიდის მღვდელი, რომელიც ღმერთის რწმენაზე ესაუბრება. რის საპასუხოდაც მთხრობელი მწყობილებიდან გამოდის, უარყოფს ღმერთის არსებობას და გადაჭრით ამბობს უარს იმქვეყნიური ცხოვრების ილუზიებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]