უტკინის აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უტკინის აგარაკი
Уткина дача
Utkina Dacha 2017-11-04-08.jpg
კოორდინატები 59°56′05″N 30°25′22″E / 59.934722° ჩ. გ. 30.422778° ა. გ. / 59.934722; 30.422778
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810250000

უტკინის აგარაკი (რუს. Уткина дача) მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი. აგარაკი მდებარეობს მდინარეების ოკერვილის და ოხადის შესართავთან. აგარაკი აშენდა მომღერალთა გუნდის დირექტორის, მარკ პოლტოროცკისა და მისი ცოლის აგაფოკლეა ალექსანდრეს ასული პალტარაცკაიასათვის, შემდგომში შენობა ეკუთვნოდა პრინცესა ზინაიდა შახოვსკაიას. 2017 წლის მდგომარეობით, შენობა წარმოადგენდა ურბანული ქანდაკების მუზეუმის ერთ-ერთ ფილიალს. დღეს, შენობაში დაგეგმილია სარემონტო სამუშაოები და შემდგომში მისი გამოყენება სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის შუა რიცხვებში, მიწის მფლობელები გახდნენ მარკ თევდორეს ძე პოლტოროცკი და მისი ცოლი აგაფოკლეა ალექსანდრეს ასული პალტარაცკაია. 1790 წელს ა. ა. პოლტოროცკის ინიციატივით, აქ აშენდა ცენტრალური მერის შენობები კლასიკურ სტილში. არსებობს ვარაუდი, რომ პროექტის ავტორი არქიტექტორი ნ. ა. ლვოვი იყო. ოფიციალურად შენობა გაიხსნა 1820-1830-იან წლებში. 1814 წელს პოლტოროცკაიამ გადაწყვიტა გაეყიდა ქონება. 1828 წლის 21 დეკემბერს პრინცესა ზინაიდა შახოვსკაიამ იყიდა. ამის შემდგომ ფიქსირდება სწორედ სახელწოდება „უტკინი“.

რევოლუციის შემდეგ, სამკვიდრო გადაეცა ჯანმრთელობის კომისარიატს და აქ განთავსდა მალოხტისნკის მეორე ფსიქიატრიული საავადმყოფოს განყოფილება. 1933 წელს, სარემონტო სამუშაოების დროს, მთავარი შენობის მხატვრობა განადგურდა. 2012 წლის 27 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორის ვასილი კიჩეჯის დადგენილებით აქ განთავსდა ქალაქის ქანდაკების მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]