ურანიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ურანიზმი (ბერძ. ღმერთი ურანოსის სახელის მიხედვით) — ჰომოსექსუალობის ფორმა, რომელიც სრულიად გამორიცხავს ქალების მიმართ ყოველგვარი სექსუალური ლტოლვის შესაძლებლობას. ტერმინი “ურანიზმი”, როგორც მამაკაცური ჰომოსექსუალობის სინონიმი გამოიყენება 1870 წლიდან, როცა ავსტრიელმა მწერალმა კარლ-ჰენრიხ ულრიხმა გამოაქვეყნა რამდენიმე ნაწარმოები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც “თანდაყოლილი თვისებებით იმ ზღვარზე იმყოფებიან, რომელიც გამოყოფს ერთ სქესს მეორისაგან”. ულრიხსს მიაჩნდა, რომ ჰომოსექსუალები მესამე სქესს წარმოადგენენ, რადგან საკუთარ თავში აერთიანებდნენ “ქალის გონებასა და მამაკაცის სხეულს”.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/ [ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34