უოსაჩი
უოსაჩი | |
---|---|
![]() მწვერვალი ნიბო | |
კოორდინატები: 39°49′17″ ჩ. გ. 111°45′35″ დ. გ. / 39.82139° ჩ. გ. 111.75972° დ. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | იუტა აიდაჰო |
უმაღლესი წერტილი | ნიბო |
სიმაღლე | 3637 მ |
სიგრძე | 396 კმ |
სიგანე | 118 კმ |
![]() |
უოსაჩი, უოსატჩი (ინგლ. Wasatch Range) — ქედი აშშ-ში, იუტისა და აიდაჰოს შტატებში. კლდოვანი მთების დასავლეთი და დიდი აუზის რეგიონის აღმოსავლეთი კიდე.[1]
ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 396 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 118 კმ-ზე. ვრცელდება დიდი მლაშე ტბისა და სოლტ-ლეიკ-სიტის აღმოსავლეთით და უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში შეიცავს ბეარ-რივერის ქედს.[2]
სოლტ-ლეიკ-სიტის სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე მრავალი მწვერვალის სიმაღლე 3400 მ-ს აღემატება, რომელთა შორის აღსანიშნავია: ტიმპანოგოსი (3582 მ) და ნიბო (3637 მ), რომელიც უოსაჩის უმაღლეს წერტილს წარმოადგენს.[3]
დანაწევრებულია რამდენიმე გამჭოლი ხეობით. აგებულია ფიქლებითა და კონგლომერატებით. დასავლეთი კალთა ციცაბოა, აღმოსავლეთი დამრეცი. მდინარე ოგდენის სათავის რეგიონი მოიცავს კეშის, იუინტისა და უოსაჩის ეროვნული ტყის ნაწილსა და ტიმპანოგოსის მღვიმის ეროვნულ ძეგლს. განვითარებულია სამთო მრეწველობა და ტურიზმი.[2]
მორმონები, რომლებიც ხეობაში 1847 წლიდან ცხოვრობდნენ, ქედის მდინარეებს სარწყავად იყენებდნენ.[2] ადგილობრივი იუტების ენაზე უოსაჩი ნიშნავს „უღელტეხილს“ ან „დაბალ უღელტეხილს მაღალ ქედზე“.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hiking the Wasatch, John Veranth, 1988, Salt Lake City
- ↑ 2.0 2.1 2.2 Wasatch Range | Encyclopedia Britannica
- ↑ Wasatch Range | Peakbagger.com
- ↑ Fuller, Craig. "Wasatch County". Utah History Encyclopedia.