უნტერცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

უნტერცენტრი — სამხარეო და ეკონომიკურ გეოგრაფიაში ყველაზე დაბალი საფეხურის ცენტრალური გეოგრაფიული პუნქტი, ან ადგილი. ცნება „უნტერცენტრი“ შეიმუშავა და დაამკვიდრა გერმანელმა გეოგრაფმა ვალტერ კრისტალერმა თავის ცენტრალურ ადგილთა სისტემაში, რომელიც 1933 წელს გამოქვეყნდა.

უნტერცენტრები სასოფლო კომუნებისთვის წარმოადგენს კომუნალური, ტვირთმიმოქცევითი და ინფრასტრუქტურული დაწესებულებების საერთო მოთხოვნილებათა უზრუნველყოფის ადგილებს, რომელთა შორისაცაა:

  • სათემო ადმინისტრაცია
  • ფოსტა
  • ეკლესია
  • საბაზისო და ძირითადი სკოლა
  • ბანკი
  • ექიმი და აფთიაქი
  • ძირითადი მოთხოვნილებების სავაჭრო პუნქტები (სუპემარკეტი, ბენზინგასამართი სადგური და ა.შ.)

პერიოდული პროდუქტებითა და მომსახურებებით უზრუნველყოფა (ანუ იმით, რაც ყოველდღიური მოთხოვნილებებში არ შედის) ხდება მიმდებარე მიტელცენტრებში, ხოლო განსაკუთრებული, ან სპეციფიკური სახის მოთხოვნილებების დაფარვა უნტერცენტრებისაგან კიდევ უფრო მოშორებით (მიტელცენტრების მახლობლად) ობერცენტრებში ხდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]