უნგრეთის ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია
Kereszténydemokrata Néppárt

ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
ლიდერი ჟოლტ შემენი
დაფუძნდა 1943, აღადგინეს 1989
იდეოლოგია ქრისტიანული დემოკრატია
ევროპული აკრედიტაცია ევროპის სახალხო პარტია
ფერები წითელი, თეთრი, მწვანე
ეროვნული ასამბლეა
16 / 199
ევროპის პარლამენტი
1 / 21

უნგრეთის ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (უნგრ. Kereszténydemokrata Néppárt — KDNP) — ქრისტიან-დემოკრატიული იდეოლოგიის პარტია უნგრეთში. მმართველი პარტიის „ფიდესის“ კოალიციური პარტნიორი.

პარტია პირველად დაარსდა 1943 წელს. 1945 წლიდან ეწოდებოდა დემოკრატიული სახალხო პარტია და იდგა მმართველი პარტიის ოპოზიციაში. 1949 წელს პარტიის ლიდერი იშტვან ბარანკოვიჩი გაიქცა ავსტრიაში, წევრთა უმრავლესობა რეპრესიებს შესწირა, ხოლო თავად პარტია დაიშალა.

1989 წელს პარტია აღსდგა, როგორც ძველი პარტიის სამართალმემკვიდრე. 1990 წლის პირველივე მრავალპარტიულ არჩევნებში მიიღო 21 მანდატი უნგრეთის პარლამენტში. 1994 წელს მიიღო ხმების 7,03 % ანუ 22 მანდატი პარლამენტში. 1998 და 2002 წლებში პარტიამ ვერ შეძლო გადაელახა საარჩევნო 5 %-იანი ბარიერი. ამ პერიოდში პარტია დაუახლოვდა მსხვილ პოლიტიკურ ერთეულს „ფიდესს“. 2006 წელს ეს პარტიები კოალიციაში არიან და იღებენ ხმების 42,03 %-ს და 164 მანდატს, საიდანაც 23 ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიას ეკუთვნოდა.

2009 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში კოლაიცია კვლავ ერთადაა და მიიღებს ხმების 56,4 %-ს და 22-დან 14 მანდატს.

ამჟამად პარტიის ლიდერია ჟოლტ შემენი, რომელსაც ვიქტორ ორბანის მთავრობაში ეკავა ვიცე-პრემიერის თანამდებობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]