უმეკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უმეკი — დიდვაჭარი, მონღოლთა წყალობით აყვავებული მედროვე. 1242 წლიდან დამკვიდრა თბილისში. მან მოახერხა და შეიძინა უზარმაზარი ქონება. სიმდიდრის წყალობით დიდი გავლენა მოიპოვა არისტოკრატთა ფენებში. უმეკს თბილისში წმინდა გიორგის სომხური ეკლესია აუშენებია, იგი ეკლესიის პატრონადაც მოიხსენება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]