უილიამ სმითი
უილიამ სმითი | |
---|---|
ინგლ. William Smith | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 23 მარტი, 1769[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ჩერჩილი[5] |
გარდ. თარიღი | 28 აგვისტო, 1839[1] [2] [3] [4] (70 წლის) |
გარდ. ადგილი | ნორთჰემფტონი |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | გეოლოგია, კარტოგრაფია და მელიორაცია |
განთქმული მოსწავლეები | ჯონ ფილიპსი |
ჯილდოები | უოლასტონის მედალი[6] |
უილიამ სმითი (ინგლ. William Smith; დ. 23 მარტი, 1769, ჩერჩილი, ოქსფორდშირი — გ. 28 აგვისტო, 1839, ნორთჰემპტონი) — ინგლისელი გეოლოგი და გეოდეზისტი. ინგლისის გეოლოგიის „მამად“ შერაცხილი.
სმითის გამოკვლევათა შედეგად საფუძველი ჩაეყარა ისტორიული გეოლოგიისა და სტრატიგრაფიის მეცნიერების დამოუკიდებელ დარგებად ჩამოყალიბების საქმეს. სმითმა პირველმა გამოიყენა სახელმძღვანელო ნამარხები სტრატიგრაფიული კორელაციისათვის. 1813-1815 წლებში პირველმა შეადგინა ინგლისის გეოლოგიური რუკა, სადაც ქანები გამოყოფილი იყო ასაკის მიხედვით. გეოლოგიური რუკის შესადგენად მას დასჭირდა მთელი ინგლისის ფეხით მოვლა. რუკის გამოქვეყნების შემდეგ უილიამ სმითი მეტად ცნობილია ადამიანი გახდა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად უილიამ სმითის შეხედულებებმა არ მიიპყრო სპეციალისტთა ყურადღება, თუმცა სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან ინგლისის გეოლოგიური რუკის შედგენა დაიწყო. სმითის ნაშრომებმა შექმნა წინამძღვრები პალეონტოლოგიაში ევოლუციური იდეების განვითარებისათვის.
მეცნიერებაში მისი წვლილი და დამსახურება მაღალ დონეზე იყო შეფასებული ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების მიერ (მიეკუთვნა ოქროს მედალი).
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 442.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ Смит Уильям // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal