მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ გვერდს არა აქვს
შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი
არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ტყიურა (ლათ. Laser trilobum) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შიშველი ღერო 200სმ-მდე სიმაღლისაა, მომრგვალო, წვრილღარებიანი და დატოტვილი. ფოთლები დიდი ზომისაა, მოხაზულობით ფართო კვერცხისებური. ღეროსეული ფოთლები ძლიერ გადიდებულია. ფოთოლაკები ფორმით თითქმის მომრგვალოა, 3 ნაკვთიანი. ქოლგები დიდი ზომისაა, 1230-სხივიანი. საბურველის ფოთოლაკები არ აქვს. ყვ, ნაყ. VVIII. იზრდება მთის ქვედა და ზედა სარტყლებში, ტყის პირა ადგილებში, ველობებსა და ბუჩქნარებს შორის. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.