ტუნიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ტუნიკა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ტუნიკა (მრავალმნიშვნელოვანი).
რომაელი მუშა ტუნიკაში

ტუნიკაძველ რომში მამაკაცის ტრადიციული სამოსი. ტუნიკას რომის მოქალაქეები იცვამდნენ ტოგის ქვეშ. ტუნიკა იკერებოდა შალის ორი ნაჭრისგან, სახელოების გარეშე, იგი სხეულს მუხლებამდე ფარავდა.

ტოგასგან განსხვავებით ტუნიკის ტარება ყველას შეეძლო. მხედრებისთვის და სენატორებისთვის არსებობდა წითელ კანტიანი ტუნიკები, tunica angusticlavia და tunica laticlavia. რომაელი ლეგიონერები როგორც წესი წითელ ტუნიკებს ატარებდნენ. ქალები ატარებდნენ სახელოებიან ტუნიკებს, რომელზეც იცვამდნენ უსახელოებო ტუნიკებს.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]