ტროპიკული ქარიშხალი გაბრიელა (2007)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტროპიკული ქარიშხალი გაბრიელა
ტროპიკული შტორმი (SSHWS/NWS)

ტროპიკული ქარიშხალი გაბრიელა
ჩამოყალიბდა 8 სექტემბერი, 2007
გაიფანტა 11 სექტემბერი, 2007
უძლიერესი ქარები 1-წუთიანი მდგრადობა:
50 კმ/სთ
დაბალი წნევა 1004 მბარი (ჰპა); 29.65 ვსდუ
მსხვერპლი 1 არაპირდაპირი
ზიანი $5 000 (USD)

გაბრიელას ტროპიკული ქარიშხალი — ქარიშხალი, რომელიც მოძრაობდა ჩრდილო-აღმოსავლეთით კაროლინას მიმართულებით, მანამ სანამ ზღვას გადაკვეთდა. ეს იყო 2007 წლის ატლანტიკური ქარიშხლის სეზონის მეშვიდე სახელი. გაბრიელი 8 სექტემბერს სუბტროპიკული ციკლონის სახით ჩამოყალიბდა, სამხრეთ ქეიფ ლუქაუთიდან, ჩრდილოეთ კაროლინა, 625 კილომეტრის მოშორებით. 9 სექტემბერს გაბრიელამ კაროლინის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერი გამოიწვია. ჩრდილოეთისკენ მიმავალმა ქარიშხალმა მალევე დაიწყო შესუსტება და 11 სექტემბერს იმდენად დაუძლურდა, რომ გაქრა. შტორმმა მეწყერის ტერიტორიაზე ძალიან დიდი რაოდენობით ნალექი დატოვა, ხოლო სხვა ადგილებში კი შედარებით ცოტა. სრული დაზიანება უმნიშვნელო იყო და არც ვინმე გარდაცვლილა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტორმის მიმართულება

2 სექტემბერს სიკვდილის ცივი ფრონტი გადავიდა ჯორჯიის სანაპიროსკენ, დატოვა ღრუბლიანი და წვიმიანი არეალი, რომელიც ნელ-ნელა აღმოსავლეთისკენ მიიწევდა.[1] ეს არეალი ნელ-ნელა ყალიბდებოდა[2] და 4 სექტემბერს, გვიან ღამით, სისტემის ცენტრალურ ნაწილში ძალიან ძლიერი ჭექა-ქუხილი წარმოიქმნა.[3] 5 სექტემბერს, Hurricane Hunters-ის თვითმფრინავი იტყობინებოდა, რომ სისტემა ჯერ არც ტროპიკული ან სუბტროპიკულ ციკლონად არ გადაქცეულა. ამ პროცესში წარმოიქმნა ქარის მასები, რომელმაც ქარიშხლის გაძლიერებას ხელი შეუშალა.[4]

ამის გამო ქარიშხალმა გაძლიერება და ჩამოყალიბება დაიწყო ჩრდილოეთ კაროლინასა და ბერმუდას შორის.[5] შტორმმა სვლა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით დაიწყო. 7 სექტემბერს, მისი ცენტრი კიდევ უფრო გაძლიერდა. 8 სექტემბერს, National Hurricane Center-მა ქარიშხალს სუბტროპიკული შტორმის, გაბრიელას, სახელი უწოდა. ამ მომენტში გაბრიელა 625 კილომეტრის მოშორებით იყო ჩრდილოეთ კაროლინადან.[6]


სუბტროპიკულ ციკლონად ქცევის შემდეგ, გაბრიელას აღმოჩნდა ისეთ არეალში, რომელსაც ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასები, სამხრეთიდან მშარი ჰაერის მასები, დასავლეთიდან ქარი ერტყმოდა, ხოლო შტორმის მოძრაობის ადგილას კი წყლის ტემპერატურა დაბალი იყო.[6] ამან გამოიწვია ის, რომ შტორმმა გაძლიერება ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ჭექა-ქუხილის მასა მაინც ჩამოყალიბდა ჩრდილოეთისა და დასავლეთის ნაწილებში[7] და მიმოქცევა უფრო მეტად ორგანიზებული გახდა.[8]

მოგვიანებით, წვიმის მასამ გადაიღო, მან დატოვა დაბალი წნევის მქონე ცენტრალური სისტემა, რომელიც ჭექა-ქუხილისგან საკმაოდ მოშორებით იყო. ტროპიკული შტორმი რომ გაძლიერებულიყო, ცენტრალური და ჭექა-ქუხილის არეალები ერთმანეთში უნდა არეულიყვნენ და გაერთიანებულიყვნენ. მოგვიანებით შტორმი უფრო გაძლიერდა და 7 სექტემბერს მას გაბრიელას ტროპიკული შტორმი უწოდეს. ამ მომენტში ის ჩრდილოეთ კაროლინადან 300 კილომეტრში იმყოფებოდა. [9]

როდესაც ქარიშხალმა ყურის დინებისკენ გადაინაცვლა ის ნელ-ნელა შესუსტდა, ამან საშუალება მისცა ჭექა-ქუხილს, რომ მალევე ჩამოყალიბებულიყო ცენტრალურ ნაწილში.[10] დაახლოებით 15:45 UTC-ზე ტროპიკულმა შტორმმა გაბრიელმა ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროს დიდი ზიანი მიაყენა. მისი ქარის სიჩქარე დაახლოებით 95კმ/სთ იყო. ქარიშხალმა ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით იწყო სვლა[11] და 10 სექტემბერს ოკეანეში დაბრუნდა.[12] 11 სექტემბრის შუადღეს გაბრიელას ნაკადი სამხრეთ კანადასთან განადგურდა.[13] მეორე დღის დასაწყისში გაბრიელას ტროპიკული შტორმის ნარჩენები სხვა ჰაერის ცივმა ტალღამ შთანთქა.[14]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pasch & Rhome. (2007)September 2 Tropical Weather Outlook. National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-7.[მკვდარი ბმული]
  2. Beven. (2007)September 4 Tropical Weather Outlook. National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-7.[მკვდარი ბმული]
  3. Beven. (2007)September 4 Tropical Weather Outlook (2). National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-7.[მკვდარი ბმული]
  4. Beven. (2007)September 5 Tropical Weather Outlook. National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-7.[მკვდარი ბმული]
  5. Knabb. (2007)September 7 Tropical Weather Outlook. National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-7.[მკვდარი ბმული]
  6. 6.0 6.1 Beven & Roberts. (2007)Subtropical Storm Gabrielle Discussion One. National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-7.
  7. Mainelli & Avila. (2007)Subtropical Storm Gabrielle Discussion Two. National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-8.
  8. Knabb. (2007)Subtropical Storm Gabrielle Discussion Three. National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-8.
  9. Knabb. (2007)Tropical Storm Gabrielle Discussion Four. National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-8.
  10. Beven. (2007)Tropical Storm Gabrielle Discussion Five. National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-8.
  11. Brown & Knabb. (2007)Tropical Storm Gabrielle Discussion Nine. National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-9.
  12. Blake & Pasch. (2007)Tropical Storm Gabrielle Discussion Ten. National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-9.
  13. Brown. (2007)Tropical Depression Gabrielle Discussion Sixteen. National Hurricane Center. ციტირების თარიღი: 2007-9-11.
  14. Bowyer & Campbell. (2007)Post-Tropical Depression Gabrielle Information Statement on September 11, 2007. Canadian Hurricane Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-11. ციტირების თარიღი: 2007-9-12.