ტროიცკოეს ჯვართამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტროიცკოეს ჯვართამაღლების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტროიცკოე
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი ოფიციალური საიტი



ტროიცკოეს ჯვართამაღლების ეკლესია (რუს. Церковь Воздвижения Креста) — მართლმადიდებლური ეკლესია ნეკლინოვის რიონის სოფელ ტროიცკოეში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[1].

ეკლესიის მისამართი: 346835, რუსეთი, როსტოვის ოლქი, ნეკლინოვის რაიონი, სოფელი ტროიცკოე, ოქტომბრის ქუჩა № 53[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
ეკლესია 2015 წელს
ეკლესიის შესასვლელი
კანკელი

ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობა სოფელ ტროიცკოეში დაიწყეს 1820 წელს და აკურთხეს 1829 წელს. ააგეს ადგილობრივი ბუნებრივი ქვით, დუღაბის გამოყენებით, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა კვერცხის ცილა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1922 წელს დახურეს და გამოიყენებოდა როგორც ხორბლის საწყობი. 1941 წელს გერმანელთა ოკუპაციის დროს ტაძარში რუსი სამხედრო ტყვეები მოათავსეს. 1943 წელს სოფლის განმათავისუფლებელი ბრძოლების დროს დაინგრა ეკლესიის გუმბათი და სამრეკლო. ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ეკლესიას ჩაუტარდა ნაწილობრივი რემონტი და მის მარჯვენა ეგვტერში დაიწყო ღვთისმსახურების ჩატარება. 1953 წელს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მიტროპოლიტმა ბენიამინმა აკურთხა ეკლესიის ცენტრალური საკურთხეველი ჯვართამაღლების სახელზე. 1970-1980 წლებში ეკლესია სრულიად გაარემონტეს.

2007 წელს მიმდინარეობდა გუმბათისა და სამრეკლოს რემონტი. 2008 წელს მოახდინეს ეკლესიის ფასადის რესტავრაცია. 2009 წელს დააყენეს მეტალო-პლასტმასის კარი და ფანჯრები.

ეკლესია ორშაბათიდან პარასკევამდე ღიაა 08:00 საათიდან 14:00 საათამდე. შაბათს — 08:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო კვირას — 08:00 საათიდან 17:00 საათამდე. მსახურება მიმდინარეობს შაბათობით და დღესასწაულების წინა დღეს 17:00 საათიდან, ხოლო წირვა კვირას 07:30 საათიდან.

ეკლესიის წინამძღვარია ანდრია პიატნიცკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]