ტრიბუნა.ge

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრიბუნა.ge — დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-გაზეთი. ფუნქციონირებდა 2011 წლის მარტიდან — 2012 წლის სექტემბრამდე[1]. გამოცემა ხელმძღვანელობდა თავისუფალი პრესის პრინციპებით.

ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მომზადებული ახალი ამბებისა და პუბლიკაციების გარდა, „ტრიბუნა.ge“ მკითხველს სთავაზობდა ბლოგებს. ინტერნეტგაზეთში ასევე იყო სპეციალური რუბრიკა — „მოსაზრება“, რომელშიც სხვადასხვა აქტუალურ თემაზე დაწერილი მოსაზრებები ქვეყნდებოდა. მოსაზრებების ბლოკში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორები, ძირითადად, „ტრიბუნა.ge“-ის მკითხველები იყვნენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]