ტრევის სკოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრევის სკოტი

სკოტი 2019 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჟაკ ბერმან უებსტერ II
აგრეთვე ცნობილი როგორც La Flame, Cactus Jack
დაბ. თარიღი 30 აპრილი, 1991 (1991-04-30) (32 წლის)[1]
დაბ. ადგილი ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ
საქმიანობა რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2008–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Grand Hustle, Epic, Very GOOD Beats, Cactus Jack
ხელმოწერა
საიტი travisscott.com[2]
ტრევის სკოტი ვიკისაწყობში

ჟაკ ბერმონ უებსტერ II[3] (დ. 30 აპრილი, 1991)[4][1], ცნობილი სასცენო სახელით ტრევის სკოტი (ადრე სტილიზებული როგორც Travi$ Scott) — ამერიკელი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი.[5] მისი მუსიკალური კარიერდა დაიწყო 2008 წელს. სკოტს გამოშვებული აქვს 4 სტუდიური ალბომი. 2017-2019 წლებში ხვდებოდა ამერიკელ ბიზნესმენს, ტელეწამყვანსა და მსახიობს, კაილი ჯენერის. 2018 წლის 1 თებერვალს შეეძინათ პირველი შვილი, ქალიშვილი, სტორმი უებსტერი.[6][7]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟაკ ბერმონ უებსტერ II დაიბადა 1991 წლის 30 აპრილს, ჰიუსტონში, ტეხასში. ექვს წლამდე უებსტერი ცხოვრობდა ბებიასთან, საუზ პარკში, ჰიუსტონის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში, მისი საცხოვრებელი ადგილი იყო ახლოს კრიმინალებთან და ამან იქონია გავლენა მის ახალგაზრდობაზე. [8] მოგვიანებით გადავიდა მისურში, საკუთარ მშობლებთან საცხოვრებლად. დედამისი მუშაობდა „Apple“-ში ხოლო მამამისს ჰქონდა კერძო ბიზნესი.[9] უებსტერის მამა აგრეთვე იყო სოულის ჟანრის მუსიკოსი, ხოლო მისი პაპა ჯაზის კომპოზიტორი.[10] უებსტერმა 17 წლის ასაკში დაამთავრა ელკინსის უმაღლესი სკოლა[11] უმაღლეს სკოლაში ყოფნის პერიოდში თამაშობდა მუსიკალურ თეატრში.[12] მოგვიანებით უებსტერი სწავლობდა სან-ანტონიოში მდებარე ტეხასის უნივერსიტეტში, რომელიც სწავლის მეორე წელს მიატოვა, რადგან მთლიანად გადართულიყო საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე.[13][14]

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008-2012 წლები, კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უებსტერმა ჩამოაყალიბა დუეტი, დიდი ხნის მეგობარ ქრის ჰოლოვეისთან. ამ წლებში, სკოტმა და OG Chess-მა, რომელიც იყო მისი თანასკოლელი, შექმნეს ჯგუფი „თანაკლასელები“. მათ გამოქვეყნების ორი პროექტი, „Buddy Rich“ 2009 წელს და „Cruis'n USA“ 2010 წელს. [15][16] 2012 წელს ჯგუფი დაიშალა, ამის მიზეზი კონფლიქტი იყო. კოლეჯის დატოვების შემდეგ სკოტი ჰიუსტონიდან ვაშინგტონში გადავიდა და დაიწყო მუშაობა მეგობარ მაიკ ვაქსთნ ერთად რომელიც იყო მფლობრელი მუსიკალური საიტისა „Illroots“. სკოტს ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ მას საკუთარი მეგობრების სახლში, იატაკზე უწევდა ძილი და ძირითადად დროს ატარებდა ჯასთ ბლეიზის სტუდიაში.[17] ამის შემდეგ სკოტი გადავიდა ლოს-ანჯელესში, სადაც იგი მოატყუა საკუთარმა მეგობარმა რომელიც მას სახლის შოვნაში დახმარებას დაპირდა. მას შემდეგ რაც მის მშობლებს ფინანსურად გაუჭირდათ სკოტს მოუწია დაბრუნებულიყო მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში, სადაც იგი მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს. ამის შემდეგ სკოტი დაბრუნდა ლოს-ანჯელესში და დასახლდა მეგობართან რომელიც სწავლობდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.[18] სკოტს უწევდა დივანზე დაძინება. ატლანტელმა რეპერმა და „Grand Hustle Records“-ს მფოლობლემა T.I.-მ ერთხელ მოისმინა მისი სიმღერა, სახელად „Lights (Love Sick)“. მისი წარმომადგენლები დაუკავშირდნენ სკოტს და შესთავაზეს სტუდიაში შეხვედრა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის აპრილიდან სკოტი ხვდებოდა კაილი ჯენერს.[19] 2018 წლის 1 თებერვალს გაჩნდა მათი პირველი შვილი, სტორმი უებსტერი.[20][21]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rodeo (2015)
  • Birds in the Trap Sing McKnight (2016)
  • Astroworld (2018)
  • Utopia (2021)[22]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ibile, Fagbo. Texas Birth Index. www.familysearch.org. ციტირების თარიღი: February 24, 2021 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "THE" defined multiple times with different content; $2
  2. https://hedendaagsesieraden.nl/2024/04/14/travis-scott/
  3. Meet the high school counselor who rapper Travis Scott says saved his life. Houston Chronicle (September 9, 2019).
  4. Video YouTube-ზე
  5. Gavilanes, Grace (May 2, 2019). „From Queen Latifah to Travis Scott: The Fascinating Stories Behind Famous Stage Name“. People. Meredith Corporation.
  6. US reality TV star Kylie Jenner gives birth to baby girl (February 4, 2018). ციტირების თარიღი: May 9, 2018
  7. Pasquini, Maria. (February 4, 2018) Kylie Jenner Welcomes 'Beautiful and Healthy' Baby Girl. Meredith Corporation. ციტირების თარიღი: May 9, 2018
  8. Who Is Travi$ Scott?Growing Up in Houston en. ციტირების თარიღი: April 28, 2019
  9. Who Is Travi$ Scott? – Growing Up in Houston. Complex. ციტირების თარიღი: October 3, 2012
  10. Who Is Travi$ Scott?Fighting With His Parents en. ციტირების თარიღი: April 28, 2019
  11. Who Is Travi$ Scott?Hating School en. ციტირების თარიღი: February 4, 2018
  12. Galbraith, Alex. (October 6, 2018) Travis Scott Discusses Broadway Dreams on 'Fallon'. Complex.
  13. Travis is Scott talks about Growing Up in Houston. ციტირების თარიღი: October 3, 2012
  14. Weiner, Jonah. (December 20, 2018) Travis Scott: In Orbit With Rap’s Newest Superstar en-US. ციტირების თარიღი: February 4, 2019
  15. Travis Scott. AllMusic.com. ციტირების თარიღი: August 24, 2018
  16. Who Is Travi$ Scott? (10/12). ციტირების თარიღი: May 9, 2017
  17. Who Is Travi$ Scott? Moving to L.A. en. ციტირების თარიღი: February 4, 2018
  18. Who Is Travi$ Scott?Meeting Kanye for the First Time en. ციტირების თარიღი: February 4, 2018
  19. Iasimone, Ashley. (September 22, 2017) Kylie Jenner & Travis Scott: A Timeline of Their Relationship. Eldridge Industries. ციტირების თარიღი: May 9, 2018
  20. US reality TV star Kylie Jenner gives birth to baby girl (February 4, 2018). ციტირების თარიღი: May 9, 2018
  21. Pasquini, Maria. (February 4, 2018) Kylie Jenner Welcomes 'Beautiful and Healthy' Baby Girl. Meredith Corporation. ციტირების თარიღი: May 9, 2018
  22. Travis Scott Teases ‘Utopia’ 2021 Release (October 16, 2020). ციტირების თარიღი: October 26, 2020