ტოტემიზმი
ტოტემიზმი — ადრეული გვაროვნული საზოგადოების რელიგია, რომელშიც თავისებური სახით აისახა ამ პერიოდის საზოგადოებრივი ურთიერთობანი. ტოტემიზმის თანახმად, ადამიანსა და მის გარეთ არსებულ საგნებს (ცხოველი, მცენარე ან სხვა საგანი) შორის არსებობს სისხლით ნათესაური კავშირი. ამიტომ ადამიანთა შორის არსებული ყველა კავშირი ამ ნიშნით განისაზღვრება. ტოტემური რწმენის თანახმად, ადამიანის უძველესი წინაპარი იყო რაღაც ფანტასტიკური, ნახევრად ადამიანი, ნახევრად მცენარე ან ცხოველი, ამიტომ ტოტემი გვარის წინაპრად ითვლება და მის მიმართ ადამიანები პატივისცემით არიან განწყობილნი. ტოტემურ საგანზე არსებობს მკაცრი ტაბუ — მისი მოკვლა, ჭამა იკრძალება. ტოტემიზმის მიხედვით იკრძალება ერთი ტომის წევრთა შორის შეუღლება, სქესობრივი კავშირები. ტოტემიზმი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეურნეობის ისეთ ფორმებთან, როგორიცაა მეცხოველეობა და მონადირეობა. ადამიანებმა მათთვის სასარგებლო ცხოველები და მცენარეები რელიგიური კულტის ობიექტებად აქციეს. ტოტემიზმში ასახვა ჰპოვა არა მარტო პირველყოფილი ადამიანის სამეურნეო ცხოვრების პირობებმა, არამედ მისმა საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავისებურებებმაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alexander Goldenweiser: Totemism. An analytical Study. In: The Journal of American Folklore 23 = 88, 1910, ISSN 0021-8715, გვ. 179–293.
- E. E. Evans-Pritchard: Theorien über primitive Religionen. Suhrkamp, Frankfurt am Main 1981, ISBN 3-518-07959-X
- Josef Franz Thiel: Religionsethnologie. Grundbegriffe der Religionen schriftloser Völker. Reimer, Berlin 1984, ISBN 3-496-00784-2
- Walter Hirschberg (Hrsg.): Neues Wörterbuch der Völkerkunde. Reimer, Berlin 1988, ISBN 3-496-00875-X