ტომ სოიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომ სოიერი
Tom Sawyer

ტრუმენ უილიამსის 1876 წლის ილუსტრაცია
პირველი გამოჩენა ტომ სოიერის თავგადასავლები
ბოლო გამოჩენა ტომ სოიერი მაძებარი
შემქმნელი მარკ ტვენი
ინფორმაცია
სქესი მამრობითი
ნათესავები დეიდა პოლი (დეიდა), სალი ფელპსი (დეიდა), მერი (ბიძაშვილი), სიდი (ნახევარძმა)
საცხოვრებელი სანკ-პეტერბურგი, მისურის შტატი
ეროვნება ამერიკელი

ტომას „ტომ“ სოიერი (ინგლ. Thomas "Tom" Sawyer) — მარკ ტვენის რომანის, ტომ სოიერის თავგადასავლების (1876) პატარა პერსონაჟი. იგი გამოჩნდა მარკ ტვენის სამ სხვადასხვა რომანში: ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი (1884), ტომ სოიერი საზღვარგარეთ (1894), ტომ სოიერი მაძებარი (1896).

ამ პერსონაჟის სახელი შეიძლება აღებული იყოს მარკ ტვენის ნაცნობი მხიარული მეხანძრისგან, რომელიც მან გაიცნო სან ფრანცისკოში,[1][2] სანამ რეპორტიორად მუშაობდა. მარკ ტვენი ხშირად უსმენდა სოიერს, რომელიც უყვებოდა თავისი ახალგაზრდობის ამბებს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომ სოიერის საუკეთესო მეგობრებია: ჯო ჰარპერი და ჰეკლბერი ფინი. ტომ სოიერის თავგადასავალში აშკარაა ტომის ბრმა სიყვარული მისი თანაკლასელის ბეკი ტეტჩერის მიმართ, რამდენადაც ის ცდილობს მის დაინტრიგებას თავისი ძალით, გამბედაობითა და გარეგნული სილამაზით. ტომ სოიერი ბეკის პირველად ნახულობს მას შემდეგ, რაც გამოუტყდება თავის ერთ-ერთ თანაკლასელს, ამი ლორენსს თავის გრძნობებში. ტომ სოიერი ცხოვრობს თავის ნახევარძმასთან, სიდდთან, მის ბიძაშვილ მერისთან და თავის მკაცრ დეიდა პოლთან ერთად. მოქმედება ხდება სანკ-პეტერბურგში, მისურის შტატი (ადგილი გამოგონილია). წიგნში არაფერია ნახსენები ტომის მამაზე. მას ჰყავს კიდევ ერთი დეიდა, სალი ფელპსი, რომელიც ცხოვრობს მნიშვნელოვნად შორს მდინარე მისისიპიდან. ტომი არის დეიდა პოლის გარდაცვლილი დის შვილი.

რომანში ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი, ტომ სოიერი არის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი. მთელი რომანის განმავლობაში, ჰეკლბერის ინტელექტუალური და ემოციური განვითარება წარმოადგენს მთავარ თემას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Biography of Tom Sawyer - 1900. Sfmuseum.net (1996-09-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-18. ციტირების თარიღი: 2012-07-24.
  2. Robert Graysmith. (ოქტომბერი, 2012) The Adventures of the Real Tom Sawyer. Smithsonian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-25. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2012.