ტომატის სოუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტომატის სოუზი - ნებისმიერი სანელებელი, რომლის მთავარი ინგრედიენტი პამიდორია. ქვეყნების უმეტესობაში ამ სახელით ჩვეულებრივად კეტჩუპის მაგვარ სოუზს პამიდვრით და ნივრით [1]. ჩვეულებრივად გამოიყენება, როგორც კერძის ნაწილი და არა ცალკე ჩასაწობი სოუზი. ტომატის სოუზით მზადდება სხვადასხვა კერძი, უმეტესად ბოსტნეული ან ხორცი, მაგრსმ ყველაზე ცნობილია იტალიური პასტა და რამდენიმე მექსიკური სამზარეულოს კერძი. გამოირჩევა თხევადი კონსისტენციით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კერძის მომზადებისას მას გასასქელებლად არ სჭირდება რუს ან ფქვილის დამატება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომატის სოუზი მექსიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომების ტრადიციული სანელებელი იყო. სავარაუდოდ ტომატის სოუხი პირველად ბერნარდინმა დე სანაგუნმა - დღევანდელ მექსიკაში გადასახლებულმა ესპანელმა აღწერა. მისი თქმით ტენოჩტიტლანის (დღევანდელ მეხიკო) ბაზარზე პამიდვრით და წიწაკით დამზადებულ წვნიანს ყიდდნენ ახალი კონტინენტის სხვა აღმოჩენების მსგავსად, სამხრეთი ამერიკიდან სოუზი ე ვროპაში გავრცელდა.

პამიდვრის გამოყენება იტალიურ სამზარეულოში შედარებით გვიან - XVII საუკუნეში დაიწყო, მიუხედავად იმის, რომ მისი მოყვანა ჯერ კიდევ XV საუკუნეში, ორასი წლით ადრე დაიწყო. ტომატის სოუზს პირველად "ესპანურ სოუზს" ეძახდნენ. პასტის ტომატის სოუზით მომზადება პირველად აღწერა რომაელმა შეფმა ფრანჩესკო ლეონარდიმ თავის რეცეპტების წიგნში 1790 წელს [2].

მომზადების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერნარდირ დე სანაგუნის აღწერის მიხედვით ტენაჩტიტლანში მსგავსი კერძის შემადგენლობაში შედიოდა პამიდორი, ჩილი, მწვანე წიწაკა და გოგრის მარცვლები [3]. დღეს ტომატის სოუზი ჩვეულებრივად გახეხილი პანიდვრისგან, მწვანილისგან, ხახვისგან და ნივრისგან. უმარტივესი ტომატის სოუზი მზადდება გახეხილი პამიდვრის მოხარშვით მარილით, ზეითუნის ზეთით და სუნელებით. რეკომენდებულია კანის და მარცვლების მოცლა. ჩვეულებრივად ტომატის სოუზი ძირითადი კერძის ნაწილია, მაგალითად პასტის ან ტომატის წვნიანის. ასეთ შემთხვევაში მას დამატებით სუნელენს და ინგრედიენტებსაც უმატებენ, მას ასევე უფრო სქელი კონსისტენცია აქვს. თხევადი კონსისტენციის შესანარჩუნებლად უმატებენ წყალს ან ღვინოს. პოპულარულია ასევე ხორცის, პიმპილის და ორეგანოს დამატება.

სხვა ქვეყნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომატის სოუზი წარმოიშვა მექსიკაში [4], სადაც ახლა ტომატის სალსას სახელითაა ცნობილი. ტომატის სოუხში მომზადებულ კერძს ემტომატადა ეწოდება (მაგ. pasta entomatada). გამოიყენება როგორც ბაზა უფრო ცხარე სოუზებისთვის [5].

იტალიაში გავრცელებულია როგორც უმარტივესი ტომატის სოუზები, ასევე უფრო რთულად მოსამზადებელი სოუზებიც. მასთან ერთად იჭმევა პასტა, სოსისი, ბეკონი, ხორცი, ტეფტელი, თევზის ზოგი სახეობა და ბოსტნეული. ცალკე გამოყოფენ ტომატის და ნივრის სოუზი, რომლითაც პიცაც მზადდება. საფრანგეთში ტომატის სოუზი ითვლება კლასიკური ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთ ძირითად სოუზად. ინგლისურენოვან ქვეყნებში ტომატის სოუზს კეტჩუპის მსგავს სანელებელს ეძახიან, რომელსაც არ უმატებენ ძმარს. ტრადიციულ ტომატის სოუზს, რომლითაც მხადდება პასტა, ნეაპოლიტანურ ან პასტის სოუზს ეძახიან. ზოგი იტალიელი-ამერიკელი ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ტომატის სოუზს "ტომატის საწებელს", "კვირის საწებელს" ან უბრალოდ "საწებელს" ეძახის, განსაკუთრებით სოუზს ხორცით. ტერმინი "კვირის საწებელი" მომდინარეობს იტალიური კვირის შუადღის საოჯახო სადილის ტრადიციიდან.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]