ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობამოსკოვის სახელმწიფოს ელჩობა იმერეთის სამეფოში 1650-1652 წლებში. ელჩობაში შედიოდნენ მოსკოვის სახელმწიფოს სტოლნიკი ნიკიფორე ტოლოჩანოვი, დიაკი ალექსი იევლევი და თარჯიმანი ი. ბოიარჩიკოვი. ელჩები მოსკოვიდან 9 ივნისს გამოემგზავრნენ, 1650 წლის სექტემბერში ასტრახანში ჩავიდნენ, იქიდან 1651 წლის აპრილში გაემგზავრნენ და იმავე წლის ივნისში ქუთაისში იყვნენ - 25 ივნისს ისინი იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ მიიღო. 14 სექტემბერს მეფემ თავადებთან და კათოლიკოსთან ერთად ხელი მოაწერა რუსეთის ერთგულების ფიცის წიგნს. ელჩობას მოლაპარაკება ჰქონდა აგრეთვე კახეთის მეფე თეიმურაზ I-თან, რომელიც იმჟამად იმერეთის სამეფოს აფარებდა თავს. გაჭიანურებული მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა. 1651 წლის ოქტომბერში ელჩობა იმერეთიდან გაემგზავრა. ნ. ტოლოჩანოვმა და ა. იევლევმა ცალ-ცალკე შეადგინეს ე. წ. „მუხლებრივი აღწერილობანი“, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავენ იმერეთის სამეფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ისტორიისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]