ნევადო-დელ-ტოლიმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტოლიმა)
ნევადო-დელ-ტოლიმა
კოორდინატები: 04°39′30″ ჩ. გ. 75°19′46″ დ. გ. / 4.65833° ჩ. გ. 75.32944° დ. გ. / 4.65833; -75.32944
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ტერიტორიული ერთეული ტოლიმის დეპარტამენტი
სიმაღლე 5276 
ქედი ცენტრალური კორდილიერები
ბოლო ამოფრქვევა მარტი, 1943
ნევადო-დელ-ტოლიმა — კოლუმბია
ნევადო-დელ-ტოლიმა

ნევადო-დელ-ტოლიმა, ტოლიმა (ესპ. Nevado del Tolima) — მოქმედი ვულკანი კოლუმბიაში, ტოლიმის დეპარტამენტში. სიმაღლე ზღვის დონიდან 5276 მ. მდებარეობს ცენტრალურ კორდილიერებში, ვულკან ნევადო-დელ-რუისის სამხრეთით. წარმოადგენს ზედა პლეისტოცენურ სტრატოვულკანს.

აგებულია ანდეზიტებითა და დაციტებით. გაწოლილია ეოცენური ასაკის ელ-ბოსკეს ბათოლითზე, რომელიც დათარიღებულია 49.1 ± 1.7 Ma-ით. ჩამოყალიბდა უკანასკნელი 40 000 წლის განმავლობაში. წარმოდგენილია 3 კმ სიგანის ზედა პლეისტოცენური კალდერითა და ზედა პლეისტოცენურ-ჰოლოცენური ლავური გუმბათებით. მწვერვალზეა 200–300 მ სიღრმის ძაბრისებრი ვულკანური კრატერი. უკანასკნელი ძლიერი ამოფრქვევა მოხდა 3600 წლის წინ. აქტიური იყო 1943 წელს.

ვულკანის უმაღლესი ნაწილი თოვლითაა შემოსილი. განვითარებულია ჰიდროგრაფიული ქსელი. მოქცეულია ლოს-ნევადოსის ეროვნული ბუნებრივი პარკის ტერიტორიაზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]