ჯეკ ტიგარდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტიგარდენი, ჯეკ)
Jump to navigation Jump to search
ჯეკ ტიგარდენი

ველდონ ლიო "ჯეკ" ტიგარდენი (Weldon Leo "Jack" Teagarden; დ. 20 აგვისტო, 1905 — გ. 15 იანვარი, 1964) — გავლენიანი ამერიკელი ჯაზის ტრომბონისტი და ვოკალისტი.

დაიბადა ვერნონში, ტეხასი. მისი ძმები ჩარლი და კლოი (კაბი) და და ნორმა ასევე ცნობილი პროფესიონალი მუსიკოსები გამოვიდნენ. ტიგერდენის მამა მოყვარული სიმებიანი ბენდის წევრი იყო (საყვირზე უკრავდა). ჯეკმა თავდაპირველად ბარიტონის საყვირით დაიწყო, თუმცა 10 წლის ასაკში ტრომბონზე გადავიდა. პირველად ჯაზს მოუსმინა ლუიზიანას ხუთეულის შესრულებით, რის გამოც გადაწყვიტა თვითონაც ახალი სტილით დაეწყო დაკვრა.