შინაარსზე გადასვლა

ტექნიკის სახლი (კალინინგრადი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტექნიკის სახლი
სტატუსი regional cultural heritage site in Russia[1]
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა კალინინგრადი, რუსეთი
თარიღდება 1924
ძეგლი
არქიტექტორი ჰანს ჰოპი
მოქანდაკე გერმან ბრაჰერტი
სტილი საერთაშორისო სტილი
Map

ტექნიკის სახლი (რუს. Дом техники) — 2000-იან წლებში აღდგენილი ისტორიული ნაგებობა კალინინგრადში. მდებარეობს პროფესორ ბარანოვის ქუჩაზე.

1920 წლიდან კენიგსბერგში იმართება აღმოსავლური ბაზრობა. პირველად იგი გაიმართა კალინინგრადის ზოოპარკის ტერიტორიაზე. წარმატებული ბაზრობის გამო გადაწყდა იგი ყოველწლიურად გამართულიყო. ბაზრობის საჭიროებისათვის გადაწყვიტეს აეშენებინათ საგამოფენო შენობების კომპლექსი და პავილიონი. ამ კომპლექსიდან ერთ-ერთია ტექნიკის სახლი, რომელიც აგებულია 1924 წელს.

ნაცისტური მმართველობის პერიოდში ტექნიკის სახლს უწოდებდნენ შლაგეტერის სახლს, 1928 წელს გარდაცვლილი გერმანიის მუშათა ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრის ალბერტ შლაგეტერის პატივისცემის ნიშნად. შლაგეტერის სახლში სიტყვით გამოსულან ბრიუნინგი, გებელსი და ჰიტლერიც.

მეორე მსოფლიო ომის დროს ტექნიკის სახლი დაინგრა.

ომის შემდეგ შენობა პრაქტიკულად არ აღუდგენიათ. შენობის ნაწილში მოაწყვეს მაღაზიები, რომლებიც გარშემორტყმული იყო ღია ეზოებით (მომავალში - ტექნიკის სახლის ძირითადი ტერიტორია), სადაც განათავსეს ცენტრალური ბაზრის სავაჭრო პავილიონები.

2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს შენობის აღდგენა როგორც სავაჭრო ცენტრი და მიიღო სახელწოდება „ეპიცენტრი“.

ტექნიკის სახლი წარმოადგენს საგამოფენო დარბაზს, რომლის სიგრძეა 121 მეტრი, სიგანე - 46 მეტრი.

კუთხეებში შენობას აქვს მინაშენები, რომლებშიც განთავსებულია ბიურო, სასწავლო კინოთეატრი, რესტორანი.

შენობა აგებულია ბაუჰაუზის არქიტექტურულ სტილში წითლი აგურისაგან და არ არის შელესილი. შენობის არქიტექტორია - ჰანს ჰოპი. კედლები შემკულია ჰორელიეფებით, რომლის ავტორები არიან გერმან ბრაჰერტი და ერნსტ ფილიცი[2].

  • Балдур Кёстер «Кёнигсберг. Сегодняшний Калининград. Архитектура немецкого времени» . Перевод с немецкого (текст). Данные оригинального немецкого издания: Baldur Köster , Husum Druck; 2000, ISBN 3-88042-923-5
  • Мультимедийный справочник «Кёнигсберг 1255—1945». (с) И. Заболотов, 2004 г.